დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ ნახევარი კილოგრამი ალოეს დაქუცმაცებული ფოთოლი, ჩაყარეთ 1,5 ლ წითელ ღვინოში, დაამატეთ 1 კგ თაფლი, დადგით სიბნელეში ერთი კვირით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ვახტანგ ლილუაშვილი, ქუთაისი

ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის დროს გიშველით

ძალიან შემაწუხა მწვავე, შეტევითმა ტკივილებმა მარჯვენა ფერდქვეშ; ამას დაემატა უსიამოვნო სუნი პირში, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო. მივმართე ექიმს, ჩავიტარე ექოსკოპია და სხვა გამოკვლევები. დამიდგინეს ნაღვლის ბუშტის დისკინეზია. მკურნალობისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი, ამიტომ გადავწყვიტე, დაწვრილებით შემესწავლა ეს დაავადება და აქცენტი ხალხურ საშუალებებზე დავსვი. უპირველესად, აუცილებელია დამზოგველი კვებითი რეჟიმი - ამ ფონზე შინაური წამლები დისკინეზიას ადვილად მოერევა.

  • წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, პიტნა, კატაბალახას ფესვი და ფიჭვის გირჩა. დაასხით ამ ნარევს 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გადაწურეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებით თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ლელი აბაშიძე, ბათუმი

ყურების შუილსა და თავბრუხვევას ასე მოერევით

რამდენიმე წლის წინ დამჩემდა ყურების შუილი და თავბრუხვევა. მივმართე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს - მეგონა, ყურებში გოგირდის საცობები მქონდა, მაგრამ არ აღმომაჩნდა. თანამშრომელმა, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებდა, მასწავლა ეფექტური შინაური წამალი, რომელიც ასე მზადდება:

  • 25 გრამი მიხაკი (სანელებელი) ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დაამატეთ 1/2 კგ შაქარი, 3-4 ცალი კანიანად დაჭრილი ლიმონი, ბოლომდე შეავსეთ თბილი ანადუღარი წყლით და დატოვეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, ერთი თვით.

მიიღეთ 25 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სრული კურსი 3 ქილაა. თითოეული ქილის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ.

ლეილა აბუაშვილი, თელავი

კუჭის აშლილობისას გამოგადგებათ

მეგობარს ვესტუმრე აგარაკზე. არ ვიცი, გზაში წახემსებისას მაწყინა რამემ თუ მანამდე - ამეშალა კუჭი და დასვენების მაგივრად მთელი დღე საპირფარეშოში გავატარე. თან არავითარი წამალი არ მქონდა. იძულებული გავხდით, შინაური საშუალება მოგვეძებნა. ნახარში მართლაც ეფექტური აღმოჩნდა. დიარეა მაშინვე შემიჩერდა და მალე კუჭის მოქმედებაც მომიწესრიგდა. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტს:

  • ერთი პეშვი ხახვის ფურცელი დააქუცმაცეთ, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, შეფუთეთ და 20 წუთი გააჩერეთ. სვით პატარ-პატარა ყლუპებად დღის განმავლობაში.

თამარ გაგნიძე, თბილისი

უგემრიელესი რეცეპტი წონის დასაკლებად

ბევრმა არ იცის, რომ ჟოლოს ანანასზე არანაკლებ შეუძლია ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. თუ წონის დაკლება გსურთ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ჟოლო. გამოგადგებათ მისი ფოთლების ჩაიც. შეგიძლიათ, სასმელი ყვავილებისა და თავად კენკრისგანაც მოამზადოთ. გთავაზობთ წონის დასაკლები ჩაის რეცეპტს:

  • აიღეთ 300-300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, ამდენივე მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100-100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და თავშავას ბალახი. აურიეთ ერთმანეთში. 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შედგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. დუღილს დაიწყებს თუ არა, გადმოდგით, 1 საათით გააჩერეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ამ ჩაის შესანიშნავად გამოაქვს ორგანიზმიდან უვარგისი ნარჩენები და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება. სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

თემურ სიხარულიძე, ჩოხატაური