დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ჰიპოტონიის დროს ვარდისფერი როდიოლას ნაყენი სცადეთ

ძალიან შემაწუხებელია დაბალი წნევა. კეფა მტკივდება, თავბრუ მეხვევა და ძალიან მოდუნებული ვარ, არაფრის თავი არ მაქვს. მეგობარმა მირჩია ვარდისფერი როდიოლას ნაყენის მიღება, რომელიც ასე შეგიძლიათ დაამზადოთ.

  • ვარდისფერი როდიოლას 1 ჩაის კოვზ დაფშვნილ ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, შემდეგ გააჩერეთ 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და მიიღეთ 150 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ყოველ მიღებაზე ნაყენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ნაყენი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღისა.

ნათია დალაქიშვილი, მცხეთა

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად

რამდენიმე წელია, მაწუხებს ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. დავდივარ ექიმთან, ვიტარებ სათანადო მკურნალობას, მაგრამ ამ პრობლემის დროს რეკომენდებულია პერიოდულად ნაღვლის ბუშტის გაწმენდაც. ამისთვის:

  • დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი. შეგიძლიათ, 30 მლ ზეთს შეურიოთ ერთი ლიმონის წვენი და მინერალური წყლის მაგივრად ის მიიღოთ. ნახევარი საათის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბური და ერთი საათი ასე დარჩით. ამის შემდეგ აუცილებელია აქტიური მოძრაობა.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-ხელ, 5 კვირის განმავლობაში.

ია ჯუღელი, ზესტაფონი

ჭინჭრის ბალზამი გასაახალგაზრდავებლად და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად

ყველამ იცის, რომ ჭინჭარი სასარგებლო მცენარეა. ხალხურ მედიცინაში მისგან სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ. ჭინჭრის ფოთლებში ბევრია К და В2 ვიტამინები, საკმაოდაა კაროტინი, ასკორბინისა და პანტოთენის მჟავები, ცილა, სახამებელი, შაქარი, რკინისა და კალიუმის მარილები. ჭინჭრის ბალზამი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ და ვიყენებ, ძალიან კარგია ძალ-ღონის მოსაკრებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად.

  • აიღეთ 250 გრამი მაისში დაკრეფილი ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დანაყეთ. ქილაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ჩაყარეთ დანაყილი ჭინჭარი, მოუკარით პირი დოლბანდით და 1-2 დღით დადგით მზიან ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მერე კი 10 დღით ბნელ გრილ ადგილას გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ, ჩაასხით ქილაში და მაცივრის ქვედა თაროზე დადგით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოობით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება.

ლატავრა გიორგაძე, თელავი