შავი ბალზამი - პენსიონერების დოპინგი
მკითხველის განმარტებით, უკვე რამდენიმე წელია ამზადებს ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწოდება. აქვს სასიამოვნო გემო და არაჩვეულებრივი თვისებები: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ, გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. მან ამ სასმელს "პენსიონერების დოპინგი" შეარქვა.
"შავი ბალზამის" შემადგენლობაში შედის:
კრაზანა - 3 ჩაის კოვზი
ვირისტერფა - 3 ჩაის კოვზი
თავშავა - 2,5 ჩაის კოვზი
გვირილა - 2 ჩაის კოვზი
პიტნა - 2 წილი
სიმინდის ულვაში - 1,5 ჩაის კოვზი
კატაბალახა - 1 ჩაის კოვზი
ასკილის ნაყოფი - 1,5 ჩაის კოვზი
კუნელი - 1 ჩაის კოვზი
ჩაი - 9-10 ჩაის კოვზი.
დასახელებული ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და შეინახეთ ჭურჭელში. საჭიროების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ. მიირთვით ჩაისავით.
"მე უკვე რამდენიმე წელია ამ ჩაის ვსვამ. მართლაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს - დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, აღარ მაწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები არც კუჭში, არც ნაწლავებში. თუ ნარევისთვის საჭირო ინგრედიენტების მოგროვება არ შეგიძლიათ, ისინი აფთიაქებში მოიკითხეთ", - აღნიშნავს მკითხველი.