დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ვალიდოლის აბი დაფხვენით, დაასხით ცოტაოდენი წყალი - იმდენი, რომ სქელი ფაფისებრი მასა მიიღოთ - და მტკივანი კბილის ირგვლივ ღრძილზე დაიდეთ. ექიმთან მისვლა მაინც მოგიწევთ, მაგრამ მტანჯველ ტკივილს რამდენიმე საათით დააღწევთ თავს.

ნუგზარ ნადირაშვილი, თელავი

ოსტეოპოროზს კრაზანას ნაყენი უხდება

შვიდი წლის წინ ფეხი მოვიტეხე. გამიკეთეს ოპერაცია, გამომიკვლიეს და დამისვეს ოსტეოპოროზის დიაგნოზი. მისი მკურნალობის ღირებულება ჩემთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ძვლების გასამაგრებელი ხალხური საშუალებები მეცადა. ასეთი აღმოჩნდა კრაზანა. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მე ძალიან მომიხდა.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კრაზანა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. მერე გადმოდგით და 40 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ, დაუმატეთ 100 გრამი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, ჩაასხით მინის ქილაში და შედგით მაცივარში.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის ეს ნარევი უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო მკურნალობისთვის - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნათელა ჟორჟოლაძე, ქუთაისი

ტილების საწინააღმდეგო ნაცადი მეთოდი

სიტყვა “პედიკულოზი” ალბათ ცოტას თუ გაუგონია, მაგრამ როგორც კი ტილებს ახსენებთ, ყველასთვის გასაგები ხდება, რაზეა საუბარი. პედიკულოზი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, მუდმივად მქავანა კანზე ჩირქგროვები ჩნდება, ხოლო ღია ჭრილობები ინფექციის კარიბჭეა ორგანიზმისთვის. ჩემს შვილსაც ხშირად მოჰქონდა ბაღიდან ტილები. მეგობარმა მასწავლა, როგორ მომეშორებინა ეს პარაზიტები ნავთის საშუალებით:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნავთი და 10 სუფრის კოვზი ზეთი, ერთმანეთში აურიეთ და თავის თმიან ნაწილზე, თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით ან თბილი თავსაფრით. დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ, მერე კი კარგად დაივარცხნეთ თმა წვრილი სავარცხლით.

სოფო გიორხელიძე, თბილისი

გაღიზიანებულ კუჭს ასე დაამშვიდებთ

თუ კუჭის ტკივილი გაწუხებთ და ამასთან ეს დაქვეითებული მჟავიანობის წყლულოვანი დაავადების შედეგია, გირჩევთ ასეთი წამალი სცადოთ.

  • აიღეთ ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ერთხელ დღეში და ასე გააგრძელეთ 10 დღის განმავლობაში. შემოდგომაზე, როცა გამწვავების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს, იგივე ნაყენი კვლავ 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზით - ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.

ლია გიგაური გორი

ფსორიაზი რომ არ გამწვავდეს

ბევრს ფსორიაზი მოუგვარებელ პრობლემად მიაჩნია. საბედნიეროდ, დღეს მის წინააღმდეგ მრავალი ეფექტური წამალი არსებობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ პრეპარატებით მიღწეულ შედეგს მცენარეული საშუალებებითაც გავამყარებთ და გაცილებით მეტხანს შევინარჩუნებთ. ამ წამლით პროფილაქტიკური კურსის ჩატარება საჭიროა წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ დაავადებას გამწვავება შეატყვეთ.

  • 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, ადუღოთ 10 წუთი, გადაწუროთ და მიიღოთ დღის განმავლობაში 3 ულუფად. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.
  • ქაცვის ზეთს უხსოვარი დროიდან იყენებენ ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ. ყოველდღე უნდა მიიღოთ 2 მილილიტრი უშაქროდ.
  • აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ. ეს წამალი წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს.
  • 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 30 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

რუსუდან ესებუა, მარტვილი

ნაღვლის ბუშტის ტკივილს მატიტელა დაგიამებთ

  • დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ჭურჭელი ჩადგით ორთქლის აბაზანაში 15 წუთით. გადმოდგით და გადაწურეთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

2-3 კვირის შემდეგ შესამჩნევ შვებას იგრძნობთ, შეტევები უფრო და უფრო გაიშვიათდება და თვალნათლივ დაგეტყობათ გამოკეთება. მატიტელას ბალახი და ფესვი წმენდს ნაღვლის სადინარებს, ღვიძლს და თირკმელებსაც კი.

ნინო აბშილავა, სენაკი