დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • მოაგროვეთ მრავალძარღვას ფოთლები, გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ, დაასხით ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღეთ, დააწყვეთ ვარცლზე და მალევე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ბოლოს გაწურეთ.

თუ მრავალძარღვა ცხელ ამინდებშია მოკრეფილი, უფრო სქელი წვენი აქვს, ამიტომ, თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით იმავე ოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მიღების წესი კი ასეთია: დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

თირკმელების გაწმენდა ასკილის ფესვითაც შესაძლებელია

ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა თირკმლის ქვების დასაშლელად და გამოსადევნად.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და სვით 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

თქვენი კანის სიჯანსაღე თქვენ ხელთაა

გამონაყარის, თმის ცვენისა და ქერტლის დროს კარგია ღვიის გირჩის ლოსიონი, რომელიც ასე მზადდება:

  • 4 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ღვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70 %-იან სპირტი.

ამ ლოსიონით გაიწმინდეთ კანი დღეში 1-2-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში. ალერგიული გამონაყარის საწინააღმდეგოდ კი ღვიის აბაზანებს გირჩევთ:

  • აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი (200-300 გრამი) და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათით, შემდეგ 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და აბაზანაში (36-370C) ჩაასხით.

აბაზანები უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-12 პროცედურაა, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

ალოე მხოლოდ წამალი როდია

ალოეს სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და, თამამად შეიძლება ითქვას, მას ამ მხრივ ცოტა მცენარე თუ შეედრება. არ არსებობს ორგანოთა სისტემა, მის ერთ დაავადებას მაინც რომ არ შველოდეს ეს დალოცვილი მცენარე. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ალოეს სამკურნალო თვისებებთან ერთად კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს. განსაკუთრებით კარგია მისი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი. თავად შუახნის ქალბატონი გახლავართ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი პირველი ნაოჭების თანმხლები სევდა. მინდა, სწორედ ამ სევდისგან ვიხსნა ბევრი ჩემი თანატოლი. გთავაზობთ ალოეს სასწაულმოქმედ ნიღაბს.

  • მის მოსამზადებლად 3 წლის მცენარის ფოთლები უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატოთ 5-ჯერ მეტი წყალი, 1 საათით გააჩეროთ, შემდეგ 2-3 წუთით წამოადუღოთ, გაწუროთ და ამ ნახარშის საფენები მთელ სახეზე დაიწყოთ, განსაკუთრებით კი იმ ადგილებზე, სადაც ნაოჭები ყველაზე ხშირად ჩნდება.

მარინა ინანიშვილი