პროსტატის დაავადებების სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატის დაავადებების სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან"

შეგახსენებთ, რომ გამოსულია ამ წიგნის პირველი და მეორე ნაწილი, ამასთან არსებობს თითოეული ნაწილის ილუსტრირებული და არაილუსტრირებული ვერსიები. შესაბამისად განსხვავებულია ფასიც. წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიათა ქსელში "ბიბლუსი".

"კარაბადინში" თითქმის ყველა სისტემის დაავადებათა სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ, რომლებიც ხალხში გამოცდილი და აღიარებულია.

ახალგაზრდობაში პროსტატიტის ნიშნები მქონდა. ვიმკურნალე, მწვავე შეტევები მომეხსნა და მიმავიწყდა კიდეც, რომ ოდესღაც რაღაც მაწუხებდა. გავიდა რამდენიმე ათეული წელი და დაავადებამ თავი ისევ შემახსენა. დამისვეს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დიაგნოზი. დაიწყო ჩემი წამებაც. ზედმიწევნით ვასრულებდი ექიმის დანიშნულებას, ვსვამდი ყველა წამალს, გავიარე მასაჟის კურსიც, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. დავიწყე ამ დაავადების შესახებ ლიტერატურის მოძიება, ვიწერდი ყველა რჩევასა და რეცეპტს. გოგრის mkurnali.geთესლი და ხახვი ჩემს ყოველდღიურ საკვებად გადაიქცა, არაფერი მეშველა. დაისვა ოპერაციის საკითხი. ვიფიქრე, რას ვკარგავ, ხალხურ საშუალებებსაც ვცდი-მეთქი. გაზაფხული იდგა და ქრისტესსისხლა ყვაოდა. ჰოდა, სწორედ ამ ბალახით დავიწყე მკურნალობა.

როგორც კი ქრისტესსისხლა აყვავდება, მოაჭრით წვერს მიწიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, გაატარებთ და გამოწურავთ წვენს. გაფილტრავთ ორფა დოლბანდში და გააზავებთ არყით, თანაფარდობით 1:1. მთავარია, დოზას არ გადააჭარბოთ.

მკურნალობის პირველ დღეს, დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქრისტესისხლას წვენი და დალიეთ, მეორე დღეს _ ორი და ასე ადით ოცდაათ წვეთამდე. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე. ამის შემდეგ ყოველდღე თითო წვეთი დააკელით და ერთ წვეთამდე ჩამოდით. მკურნალობისას მნიშვნელოვანია, არ გაცივდეთ. მოკლედ, ოპერაციას გადავურჩი, დაავადებამ უკან დაიხია.

მკითხველი დავით ფ.

ექიმის კომენტარი: ქრისტესსისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოჰელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ჰელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, A ვიტამინი, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვის და სხვ.

ხალხურ მედიცინაში ქრისტესსისხლას რძე-წვენს ხმარობენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ნაღველმდენ საშუალებას. მცენარის ნაყენს იყენებენ ბრონქული ასთმის, გასტრიტების, ფილტვების ტუბერკულოზის, ყივანახველის, ალერგიის, კუჭისა და ნაწლავების პოლიპების, კუჭის კიბოს, წყლულოვანი კოლიტის, სახსრების დაავადებების დროს, აგრეთვე, კოლპიტების და პროსტატის დაავადებების დროს.

ქრისტესსისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირსა და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.

ქრისტესსისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

ჩემს მეუღლეს პროსტატის ანთების გამო აწუხებდა ტკივილი და უჭირდა შარდვაც. უროლოგის დანიშნული წამლებიც დალია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო.

გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა და დახმარება ვთხოვე სამკურნალო მცენარეების მცოდნე მეზობელს, რომელმაც ასეთი რეცეპტი მასწავლა:

100 გ ხახვი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ 100 გ თაფლი და 0,5 ლ თეთრი მაგარი ღვინო. დადგით 10 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი დალიეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. შემდეგ კი, თუ დაავადება კვლავ იჩენს თავს, შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

შედეგი გაგაოცებთ.

ი. შ.

ექიმის კომენტარი: რეცეპტის სამივე კომპონენტი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ეფექტით ხასიათდება. გარდა ამისა, სამივე ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, არეგულირებს სისხლძარღვთა განვლადობას. ხახვი და მისი პრეპარატები ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას და აუმჯობესებს სქესობრივ პოტენციას, თაფლი კი მრავალმხრივი სამკურნალო თვისებითა და ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტით ხასიათდება. ღვინისა და თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ანთებით დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

ვარ 75 წლის მამაკაცი. 15 წლის წინ მაწუხებდა შარდის შეკავება. ერთხელ მეუღლემ მომიტანა სამკურნალო მცენარეთა წიგნი. წავიკითხე. ჩემი ყურადღება მიიქცია ზაფრანის სამკურნალო თვისებებმა.

ერთ დღეს მეზობელთან შევიკრიბეთ მოსალხენად. თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ამიტომ ღვინის დალევაზეც უარი ვთქვი და კაკლის უღელზე დაყენებულ არაყზეც. მიზეზი მკითხეს. ვუთხარი, რაც მაწუხებდა. მირჩიეს, ეს არაყი დალიე და აღარაფერი შეგაწუხებსო. მართლაც, დავლიე ორი თუ სამი პატარა ჭიქა და იმ ღამით აღარაფერს შევუწუხებივარ. რამდენიმე თვეში კვლავ შემიკავდა შარდი. დავლიე 3 ჭიქა არაყი და ისევ უკეთ ვიგრძენი თავი.

ამ ამბების შემდეგ აზრად მომივიდა, თავად დამემზადებინა ასეთი წამალი: ავიღე 5 ცალი ზაფრანის დინგი, 5 ცალი კაკლის უღელი, ჩავყარე 200-გრამიან ჭიქაში, დავასხი ადუღებული წყალი და ვსვამდი უზმოზე სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში. იმის შემდეგ 6 წელი გავიდა. მუდამ ვსვამ ამ ნაყენს. თავს კარგად ვგრძნობ, გულზეც მომიხდა, შარდვა გამიადვილდა, ნაღველზეც დიდებულად იმოქმედა, ნერვებიც დამიწყნარდა და ძალიან მშვიდად მძინავს, თავს იმედიანად ვგრძნობ.

მ. ტ.

ექიმის კომენტარი: ზაფრანა მრავალწლიანი ბოლქვტუბერიანი მცენარეა. ბოლქვტუბერი მდიდარია სახამებლით და გარედან დაფარულია ქერცლით. აქვს ხაზოვანი, წვრილი ფოთლები და ნარინჯისფერი ყვავილები. აქვს სამი მტვრიანა, სამბუდიანი ნასკვი და სვეტი, რომლის დინგი სამადაა გაყოფილი და ნარინჯისფერია. ამ მცენარის დინგები იხმარება მედიცინაში და კვების მრეწველობაში.

ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ზაფრანა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა. იხმარებოდა ზაფრანის ზეთი, წყალი, თესლი. ეს მცენარე გვხვდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და თირკმლის კენჭების სამკურნალო რეცეპტებში, აგრეთვე ჭორფლის მოსაცილებელი მალამოების შემადგენლობაში. თანამედროვე ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში იყენებენ ზაფრანის ყვავილის დინგებს, რომელიც შედის ბევრი რთული წამლის შემადგენლობაში. ზაფრანის ყვავილის დინგი შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, აზოტურ ნივთიერებებს და დიდი რაოდენობით ყვითელ საღებავ ნივთიერებას. აგრეთვე კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს და კალციუმს.

ზაფრანის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება და გამოიყენება სტენოკარდიის, გულის ფუნქციური დაავადებების, სისხლის პათოლოგიების (ლეიკემიების და სხვ.) სამკურნალოდ. კარგი შარდმდენი ეფექტის გამო ზაფრანას იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტის, ურეთრიტის სამკურნალოდ, მცენარე დადებით ეფექტს იძლევა აგრეთვე ეპილეფსიის პროფილაქტიკისთვის.

მცენარის დინგის ნაყენი ასტიმულირებს სქესობრივ ფუნქციას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მცენარის ნაყენის მიღება აადვილებს მშობიარობას და ხსნის მენსტრუალურ ტკივილს.

რაც შეეხება კაკლის უღელს, მის სპირტიან და წყლიან ნაყენსაც აქვს ძლიერი ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და შარდმდენი მოქმედება. ამიტომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა შარდ-სასქესო ორგანოთა პათოლოგიებისა და შეგუბებითი დაავადების დროს.