დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თავის ტკივილს კრაზანას ნაყენი დაგიამებთ

ეს რამდენიმე წელია, თავის ტკივილი დამჩემდა. თანამშრომელმა, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი, კრაზანას ნაყენის მიღება მირჩია. რას ვკარგავდი, ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მარგო.

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაფხვნილი კრაზანა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი, დააყენეთ 2 კვირით. შემდეგ 30 წვეთი ნაყენი გახსენით 1/2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
ქეთი დობორჯგინიძე, ბათუმი

ალოე ყაბზობასაც შველის

ხუთი წელი მტანჯავდა ყაბზობა. ზაფხულში ხილითა და ბოსტნეულით თავად ვიწესრიგებდი კუჭის ნორმალურ მოქმედებას, ზამთარში კი ჩემი ტანჯვა ხელახლა იწყებოდა. მას შემდეგ, რაც ამ წამალს მივაგენი, შეკრულობა აღარ მაშინებს. მინდა ყველას ვამცნო, რომ ალოე ყაბზობასაც შველის.

  • დაკრიფეთ ალოეს ქვედა ფოთლები, გულდასმით გარეცხეთ ანადუღარი, გრილი წყლით, დააჭერით ეკლები, დაკეპეთ წვრილად, გაახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1-2 თვეა.
რევაზ კახნიაური, თბილისი

ყელის ტკივილი ნუ შეგაშინებთ

თუ სეზონური ყელის ტკივილი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გექცათ, გამოსცადეთ უამრავი წამალი, მაგრამ პრობლემას თავი ვერ დააღწიეთ, ნუ შეშინდებით:

  • აიღეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი, დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი და 2-3 საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში. შეგიძლიათ, 1-2 სუფრის კოვზი დალიოთ კიდეც.
  • მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში 3 ჩაის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი. დააყენეთ 4 საათით. გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.

ჭარხალიც და ხახვიც უხვად შეიცავს იმუნიტეტის მოსაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებებს, ამიტომ მათი დახმარებით არათუ უკვე ჩამოყალიბებულ ანგინას დაამარცხებთ, არამედ მის განმეორებასაც აღუდგებით წინ.

ლელა ვასაძე, ვანი

ენურეზი უხერხულობას ვეღარ შეგიქმნით

დამეთანხმებით, შარდის შეუკავებლობა დიდისთვის თუ პატარისთვის სერიოზული პრობლემაა, თუმცა ბავშვებზე მეტ უხერხულობას მაინც მოზრდილებს უქმნის. მეგონა, ენურეზს მხოლოდ ოპერაცია შველოდა და ექიმთან მისვლას თავს ვარიდებდი, შარდის შეუკავებლობით გამოწვეული უხერხულობის ატანა კი უფრო და უფრო მიჭირდა, ვიდრე ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა რამდენიმე რეცეპტი არ მასწავლა. მათი წყალობით პრობლემას თავი დავაღწიე და დღეს ამ უებარ საშუალებებს თავად ვასწავლი სხვებს:

  • აიღეთ 40 გრამი კრაზანას გამხმარი ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით დააყენეთ. სვით სურვილისამებრ, ჩაის და წყლის ნაცვლად ძილის წინ.
  • მშვენიერი საშუალებაა სალბის ჩაიც. 10 გ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი, 10 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, შეფუთული 1 საათით გააჩეროთ, შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • ერთ სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით დადგით. გაწურეთ. მიიღეთ მთელი ულუფა ერთ ჯერზე დღეში ერთხელ.
რეზო ლაგვილავა, ფოთი

ინსულინის ნაცვლად

ჩემ გარშემო ბევრია დიაბეტით დაავადებული. ზოგი მათგანი ინსულინზეა. ძნელია ინექციების რეგულარული კეთება, ამიტომ მსურს გაგაცნოთ რამდენიმე ხალხური მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, უწამლოდ შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სასურველი დონე, მაგრამ აქვე შეგახსენებთ: ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ ამ რეცეპტის გამოყენებამდე აუცილებლად აიღეთ ნებართვა მკურნალი ექიმისგან.

  • ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში 1 ჩაის კოვზი წიწიბურა, დაასხით მჟავე მაწონი - იმდენი, რომ კარგად დაიფაროს - და მიირთვით დილით, უზმოზე, 12 დღის განმავლობაში.
  • აიღეთ 15-20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მწვანე ლობიოს ფოჩი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათი ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
  • 20-20 გრამ მოცვის, ჭინჭრის და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შემდეგ ნახარში გაფილტრეთ. მიიღეთ გრილი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

რომელი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ პარალელურად უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე, რათა მეტისმეტად არ დაიწიოს.

ლევან ნიაური, ქარელი