დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ამიტომ დეპრესიის მკურნალობის დაწყებას გირჩევთ არა ანტიდეპრესანტებით, არამედ ცხოვრების წესის კარდინალური შეცვლით. კარგი იქნება, თუ გაემგზავრებით სოფლად ან აგარაკზე. სუფთა ჰაერი, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სულიერი მდგომარეობის ნორმალიზებაში.

წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, სხვადასხვა საკვები დანამატების შემცველ პროდუქტებზე უარის თქმა. მოვერიდოთ ყოველგვარ უარყოფითს, კომპიუტერსა და ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომას.

დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ სამკურნალო ბალახების ნაყენი:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბარამბო, 1 სუფრის კოვზი ნეგო და ფარსმანდუკი. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ.
  • ღამით, ძილის წინ, მიიღეთ 2 აბი ვალერიანი. ეს ათანაბრებს ფსიქიკის აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესებს.

ლატავრა ძიმისტარაშვილი, თელავი

დამწვრობას კარტოფ ილი მოგიშუშებთ

ახალგაზრდა გავთხოვდი, არაფრის კეთება არ ვიცოდი და სამზარეულოდან ხშირად გაჭრილი ან დამწვარი ხელებით გამოვდიოდი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჩემი მშველელი კარტოფილი იყო:

საშუალო ზომის კარტოფილი გავხეხოთ, დავუმატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ნახევარი საათით წავისვათ დამწვრობაზე.

ლელა ლეკიშვილი, ლაგოდეხი

უძილობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

მინდა, უძილობასთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი გაგაცნოთ. თავიდან სისხლის განდევნას ძილის წინ საყელოს ზონის მასაჟი აუმჯობესებს. უმჯობესია, ის გააკეთოთ ლიაპკოს ნემსისებური იპლიკატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. დაიორთქლეთ ტერფები. ამისთვის წყალი უნდა იყოს ძალიან ცხელი. ფეხები თანდათანობით ჩაყავით წყალში. დაიწყეთ ქუსლებით. პროცედურა მოითხოვს 20-30 წუთს. ამის შემდეგ ძილის კლანჭებისგან თავს ვეღარ დაიძვრენთ.

თუ თვალები დაგიმძიმდათ, დროს ნუ დაკარგავთ, მაშინვე ჩაწექით, რადგან ძილი მატარებელს ჰგავს - თუ ჩაიქროლა, ვეღარ დაეწევით. ძილის წინ გაიკეთეთ თბილი, 36-37-გრადუსიანი მარილის (უმჯობესია ზღვის მარილის) აბაზანა. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.

  • განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ კატაბალახას ნაყენის შესუნთქვა ასეთი წესით: იყიდეთ კატაბალახას ნაყენი ფართოყელიანი ბოთლით და კარგად შეანჯღრიეთ. თითით დაიცეთ ცალი ნესტო, მეორით კი რაც შეიძლება დიდხანს შეისუნთქეთ ნაყენის სურნელი. არ იჩქაროთ. ამოისუნთქეთ მეორე ნესტოთი. იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ რული მოგეკიდებათ.

ნერვული სისტემის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი:

  • შავბალახას ნაყენი - 1 ფლაკონი;
  • კატაბალახას ნაყენი - 1 ფლაკონი;
  • კუნელის ნაყენი - 1 ფლაკონი;
  • იორდასალმის ნაყენი - 1 ფლაკონი.

ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ერთი საჩაროზე კოვზი გააზავეთ 1/2 ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, აუცილებლად - ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთებიც. მკურნალობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სრულიად გამიქრა კარდიონევროზი, რომელიც არ დაექვემდებარა ქიმიურ პრეპარატებს. დაავადებებს წლების განმავლობაში ვიმკით, მათგან მორჩენა კი სწრაფად გვსურს. ასე არ ხდება, გზა პირველი ნაბიჯით იწყება და ამ ნაბიჯს თქვენ გარდა ვერავინ გადადგამს.

კონიუნქტივიტს მოცვის ჩაიც კურნავს

ოდითგანვე ცნობილია, რომ მოცვი ძალიან უხდება მხედველობას, მაგრამ კონიუნქტივიტსაც თუ მოარჩენდა, რას ვიფიქრებდი... არც დავიჯერებდი, საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა.

  • აიღეთ მოცვის გამხმარი ნაყოფი და დაასხით მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ჩაი მზად არის. შეგიძლიათ, დაატკბოთ 1 ჩაის კოვზი თაფლით.

ამ ნაყენით ამოიბანეთ მტკივანი თვალი. ძილის წინ თვალებზე დაიდეთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.

შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია

შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე. გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგიყვეთ), დაამატეთ სპირტი - 100 გრამი 2 ჩაის ჭიქაზე - და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ, დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.

  • შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება: აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
  • აიღეთ 10 თავი ხახვი, გაფქცვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

ნაღვლის ბუშტის ანთებას ჭარხლის სიროფი აცხრობს

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია, მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. წამლებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, შემწვარსაც გეახლებით და ცხიმიანსაც. ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს შინაურ წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს. ერთ მათგანს თქვენც გასწავლით:

  • აიღეთ 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი, გათალეთ, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლიტრი წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 5-6 საათი ნელ ცეცხლზე შუშეთ. შემდეგ ნახარში სხვა ჭურჭელში გადაასხით, ხოლო ჭარხალი გახეხეთ და გაწურეთ. გამონაწურს შეურიეთ სიროფი. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.