დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

რა კვებავს ლიბიდოს?

ლიბიდო - სქესობრივი ლტოლვაა, რომელიც სქესობრივ აქტს შესაძლებელს ხდის. ქალებს ის არასდროს უქმნის სერიოზულ პრობლემებს, მამაკაცებისთვის კი, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი გამოკვება.

მამაკაცები ინტიმურ სფეროში წარმოქმნილ პრობლემებზე საუბარს ხშირად სპეციალისტებთანაც კი თავს არიდებენ. ლიბიდომ რომ არასდროს გიღალატოთ, შვებით ამოისუნთქოთ და მამაკაცური შემოდგომის სევდაც დიდი ხნით გაფანტოთ, გაითვალისწინეთ ეს რეცეპტები:

  • დააქუცმაცეთ ნიგოზი, შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი და მიიღეთ რძესთან ერთად 2 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
  • აიღეთ გველის სუროს ყვავილები 20 გ-ის ოდენობით და ადუღეთ 250 მლ სპირტში ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 8 წვეთი 2-ჯერ დღეში, დილა-საღამოს, 4 დღის განმავლობაში. შეისვენეთ 2 დღე და მკურნალობის კურსი კვლავ გაიმეორეთ.
  • თანაბარი ოდენობის დაქუცმაცებული ქინძი და ოხრახუში შეურიეთ ერთმანეთს და მიიღეთ საკვებთან ერთად 1 ს.კ. ყოველდღიურად.
  • 250 გრამი ჟოლო დაასველეთ არაყში, შემდეგ გადაწურეთ, გაახმეთ და მიიღეთ ყოველ დილით 2 ს.კ-ის ოდენობით.
ირაკლი სეფერთელაძე, თბილისი

ღრძილებიდან სისხლდენას მუხის ქერქი და ცაცხვის ყვავილი შეგიჩერებთ

ღრძილებიდან სისხლდენით შეწუხებულებს ჩემი რეცეპტები მინდა გავაცნო. მათი შესრულება მარტივი და იაფია:

  • დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობის მუხის დაქუცმაცებული ქერქი და ცაცხვის ყვავილი. მათი ნარევის 1 ჩ.კ-ს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ და თბილი გამოივლეთ პირის ღრუში.
  • 20 გ მუხის დაქუცმაცებული ქერქი ადუღეთ 2 ლ წყალში. დააყენეთ 3 საათით, გაფილტრეთ, დაუმატეთ 2 ლ წყალი და ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში.
  • ღრძილების ტკივილის დროს უებარი საშუალებაა ველური ქონდრის ნაყენის სავლები, რომელშიც დამატებული იქნება გამომწვარი შაბი.
ნინო ვაშალომიძე, ქობულეთი

ასთმა ვეღარაფერს დაგაკლებთ

10 წელია ქრონიკული ბრონქული ასთმა მაქვს. ვინც იცის, ეს რა დაავადებაა, ჩემს გასაჭირს ადვილად მიხვდება. 3 წელია, მეგობრის რჩევით, რამდენიმე რეცეპტით ვსარგებლობ და ასე გავდივარ ფონს. თქვენც მინდა გაგიზიაროთ ისინი და გამიხარდება, თუ ამ სნეულებით მოგვრილ უსიამოვნებებს ცოტათი მაინც შეიმსუბუქებთ:

  • 40 თავგაწმენდილ ხახვს დაასხით მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს. შემდეგ მოთუშეთ 0,5 ლ ზეითუნის ზეთში და მთლიანად დასრისეთ. მიიღეთ ეს პიურე დილას უზმოზე და საღამოს 1 ს.კ-ის ოდენობით.
  • 25 გ დაქუცმაცებულ იელსა და 10 გ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ ჭიქით 4-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. ნაყენი სასარგებლოა ყივანახველის დროსაც. დაალევინეთ ბავშვებს 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში.
ქეთი ლაფაური, დმანისი

თუ ბუასილი გაგიმწვავდათ

ვისაც ქრონიკული ჰემოროი აქვს, მათ კარგად უწყიან გამწვავების პერიოდში მასთან დაკავშირებული უხერხულობანი. გთავაზობთ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარების საშუალებას:

  • 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დაიდეთ საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე სრულ შეხორცებამდე.
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ფარსმანდუკი და დაასხათ სპირტი, უნდა გააჩეროთ 2 კვირა და მიიღოთ 30 წვეთი მცირე წყლით გაზავებული, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში ეს წვეთები სისხლდენას შეაჩერებს.
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას კარგია ჭინჭარი და ძახველიც.

2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და გააჩეროთ 1 საათი, შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.

ლერი ქაცარავა, ფოთი

ქაცვი თმის ცვენას აჩერებს

ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ დამეწყო თმის ცვენა. ბევრი რეკლამირებული და ძვირად ღირებული საშუალება ვცადე, მაგრამ ყველაზე ეფექტური ქაცვი აღმოჩნდა:

  • ქაცვის ტოტები, ფოთლები და ნაყოფი დაფქვით. აიღეთ ამ მასიდან 4 სუფრის კოვზი, დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში.
ქეთი ციხელაშვილი, თბილისი

ორგანიზმის გასაწმენდი საშუალება

მძიმე ეკოლოგიური გარემო - დაბინძურებული ჰაერი, საკვები, წყალი - ეს არის ყველა უბედურების სათავე. პერიოდულად შვიტას საშუალებით ვცდილობ ორგანიზმის ტოქსინებისგან გასუფთავებას:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული შვიტა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. ნაყენი დღეში 3-ჯერ უნდა მოამზადოთ და დალიოთ 10-15 დღის განმავლობაში.
ემზარ მგელაძე, ბათუმი

ქაფურის შემცველი კრემი ქუსლებზე ნახეთქებს ახორცებს

ბევრისთვის ნაცნობია უსიამოვნო და საკმაოდ არაესთეტიკური მოვლენა - ნახეთქები ქუსლებზე. მე ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავად ვამზადებ საცხს:

  • აიღეთ 200 გრამი ბატის ან ღორის მუცლის ქონი. გაადნეთ და ადუღეთ 1-2 წუთი ნელ ცეცხლზე, ცხელსვე დაუმატეთ 60 მლ ქაფურის ზეთი, კარგად აურიეთ და გააცივეთ. რეგულარულად ისვით ქუსლებზე და, რაც მთავარია, კარგად შეიზილეთ.
თეონა ტაბაღუა, ზუგდიდი

ანუსის ნახეთქებს ამ მალამოთი შეიხორცებთ

მშობიარობის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მოქმედება დამერღვა, მაწუხებდა შეკრულობა, რის გამოც ჩამომიყალიბდა ბუასილი და ანუსის ნახეთქები. დედამ გამიკეთა მალამო, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა:

  • ერთმანეთში შეურიეთ 50 გ თაფლი, ნაღების კარაქი და 25 გრამი პროპოლისი. ეს საცხი წაისვით კუჭის მოქმედების შემდეგ და ძილის წინ.
ნათია ქისტაური, გურჯაანი