დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 100 გრამი ოხრახუში და ამდენივე ნიახური დაჭერით წვრილად ფესვებთან ერთად, დაასხით 0,5ლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთით. გადაწურეთ, ნალექი გაწურეთ, დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ მთელი დღის მანძილზე მცირე ყლუპებად.
ნინა ბექაური, მანგლისი

დაბალ წნევას მცენარეული საშუალებებითაც შეიძლება ვებრძოლოთ

დიდი ხანია დაბალი წნევა მაწუხებს. ბევრი საშუალება ვცადე, მათ შორის ყავის ხშირი სმა, მაგრამ უშედეგოდ. შინაურ წამლებსაც მივმართე, ზოგიერთმა ეფექტი იქონია.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი სამყურას ყვავილედი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 4-5-ჯერ დღეში.
  • დაბალი წნევის დროს ეფექტურია ბარამბოც. 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ბარამბოს ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა გაკეთდეს.
ლალი ჩივიაშვილი, წნორი

როცა ავიტამინოზი გვიტევს

ზამთრის შემდეგ, როდესაც ნაკლებად ვიღებთ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ვიტამინების ნაკლებობას ამ გემრიელი მურაბით ვივსებ:

  • ემალირებულ ჭურჭელში დავჭყლიტოთ 0,5 კგ შტოში, დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, 3 ცალი კუბებად დაჭრილი მწვანე ვაშლი, 0,5 კგ შაქარი და ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი. დავდგათ ნელ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. მურაბა შეინახეთ მინის თავდახურულ ქილებში.
ჯულიეტა სეხნიაშვილი, ქუთაისი

ცელულიტის შესაჩერებელი შინაური საშუალება

ცელულიტი, ადრე თუ გვიან, ყველა ქალის პრობლემად შეიძლება იქცეს, ამიტომ მისი პრევენცია საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანია, რისთვისაც ეფექტურია მარილი, ყავა და თაფლი.

  • 300 გრამი ზღვის მარილი აბაზანაში გახსენით 36-370С წყალში და ჩაწექით 10-15 წუთით. აბაზანის მიღების შემდეგ პრობლემური უბნები დაიმასაჟეთ ყავის ნალექით. 10-15 წუთის შემდეგ კი ხელებზე წაისვით ცოტა თაფლი და დარტყმითი მოძრაობით დაიმასაჟეთ ცელულიტით დაზიანებული ადგილები.
ლელა ლელაძე, ზესტაფონი