დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

კარტოფ ილის ფქვილის ნიღაბი - ბოტოქსის ალტერნატივა

ბოტოქსის ინექციის გაკეთებას ყოველთვის მოასწრებთ, მანამდე კი სცადეთ კარტოფილის ფქვილზე დამზადებული ნიღაბი, რომელიც ეფექტურად აშორებს წვრილ ნაოჭებს, ნაკეცებს და ატენიანებს კანს.

  • 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში და ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ 500 მლ მდუღარე წყალი და ხარშეთ შესქელებამდე. დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ და თხელ ფენად წაისვით სახეზე. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი. დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 3 დღის განმავლობაში.
ნანი კოჭლამაზიშვილი, გორი

ანტიცელულიტური კრემის მომზადება სახლშიც შეგვიძლია

რატომ უნდა შევიძინოთ ძვირად ღირებული ანტიცელულიტური კრემები, როცა ეფექტური საშუალების მომზადება თავადაც შეგვიძლია.

  • სუფთა, სტერილურ ქილაში მოათავსეთ 100 გრამი ბავშვის კრემი, ნელ-ნელა დაუმატეთ 20 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 3-5 წვეთი დარიჩინის ეთერზეთი, კარგად აურიეთ, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ ბნელ ადგილზე 10 საათის განმავლობაში. კრემი წრიული მოძრაობით წაისვით კანზე და შეიზილეთ. ეს ულუფა ერთი კვირა გეყოფათ.
ნინო კავთელაძე, ბათუმი

ვუმკურნალოთ ყელის ტკივილს

გაციება, როგორც წესი, ყელის ტკივილით მეწყება, რომელსაც ჩემეული მეთოდით ვიმსუბუქებ.

  • ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში ჩაასხით ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და გამოივლეთ ყელში. ეს შესანიშნავი საშუალებაა გაციების პროფილაქტიკისთვის, რადგანაც წყალბადის ზეჟანგი კლავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.
მაკა ცქიფურიშვილი, თელავი

ბრონქებს ალთე და ანისული აჯანსაღებს

უკვე რამდენიმე წელია, ბრონქული ასთმით ვიტანჯები, რომლის შეტევებიც ცივ და ქარიან ამინდში მიხშირდება. მართალია, ძლიერმოქმედი აეროზოლები კარგად ხსნიან ბრონქების სპაზმს, მაგრამ მაინც ვერიდები, არ მინდა, მათზე დამოკიდებული გავხდე, ამიტომ დიდი ინტერესით ვეცნობი ბრონქული ასთმის საპროფილაქტიკო ყველა ხალხურ საშუალებას. გთავაზობთ ორ რეცეპტს, რომელთაც საგრძნობლად გამიუმჯობესეს ჯანმრთელობა:

  • 50 გრამ ალთეს დაქუცმაცებულ ფესვსა და 50 გრამ ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ჭიქის 1/3-1/4 3-ჯერ დღეში. ეს ნაყენი კარგია ასევე ყივანახველისა და ბრონქების ინფექციური დაავადებებისას.
  • 2 ჩაის კოვზ ანისულის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი კარგია ხველისა და ბრონქიტის დროსაც.
  • ხველისას - ანისულის ნაყენის გარდა შეიძლება მისი ზეთის გამოყენებაც - კოვზზე მოთავსებულ შაქარზე დააწვეტეთ 2-3 წვეთი ანისულის ზეთი და ჩაყლაპეთ.
ქ. ზარანდია, სენაკი

ბებოს რეცეპტი დამწვრობის დროს

ჩემს მეზობლად ერთ დროს კარგად ცნობილი სახალხო მკურნალი მოხუცი ქალი ცხოვრობს. თურმე სხეულის დამწვრობას წარმატებით მკურნალობდა, აი, ამ რეცეპტით:

  • ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. შემდეგ დამწვარი ადგილი გაასუფთავეთ კირიანი წყლით, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ დამწვარ კირს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დამწვარი ადგილის მოსუფთავების შემდეგ ჭრილობაზე დააფინეთ დამზადებული მალამოთი გაჟღენთილი საფენი. მკურნალის თქმით, ეს ხერხი 3-4 დაფენით ყველაზე მძიმე დამწვრობასაც კი კურნავს. დამწვარი კანის სწრაფად აღსადგენად კარგი ყოფილა კრაზანას ყვავილებისგან დამზადებული მალამოც:
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილები და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. ასევე კარგად უნდა აურიოთ ჭრილობაზე დადებამდე. ეს საშუალება უხდება კანის სხვადასხვა დაავადებას და ჭრილობებსაც.
ვალია საბანაძე, დაბა კაზრეთი

რევმატიზმი ნუღარ შეგაშინებთ

ცნობილია, რომ გაზაფხულზე სხვადასხვა დაავადება განსაკუთრებით აქტიურდება და შემაწუხებელი ხდება. წელიწადის ამ დროს რევმატიზმით გამოწვეული სახსრების საშინელი ტკივილი მტანჯავდა, ვიდრე მეგობარმა უებარი საშუალება არ მასწავლა. ახლა გაზაფხულის მოსვლა აღარ მაშინებს და მთელი სისავსით აღვიქვამ მის მშვენიერებას. თქვენც გიზიარებთ ამ ეფექტურ რეცეპტს:

პირველი საშუალება ასე მზადდება:

  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი თელას ქერქი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ შეფუთული 2 საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

მეორე წამლის მომზადების წესი კი ასეთია:

  1. 50 გრამ წაბლს დაასხით 0,5 ლიტრი 50%-იანი არაყი, დააყენეთ 2 კვირით თბილ და ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.

ეს იდეალური საშუალებაა სისხლის შედედების დასაქვეითებლად, ვენური კაპილარების კედლების გასამაგრებლად, თრომბების წარმოქმნისაგან თავის დასაცავად.

ომარ ალავიძე, ქ. მცხეთა

ფილტვების ანთებისას მდოგვის აბაზანა დაგიცავთ

ბევრს მდოგვი მხოლოდ კერძთან მისატანებელი საშუალება ჰგონია, ფილტვების ანთებამდე მეც ასე ვფიქრობდი. ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ექიმმა მითხრა, ფილტვები სუფთა გაქვსო, მაგრამ უწინდებურად თავისუფლად ვეღარ ვსუნთქავდი.

ავადმყოფობის გამო სამსახურის გაცდენაც მომიწია. სანახავად მოსულმა თანამშრომელმა, წარსულში სპორტსმენმა, შავი მდოგვისგან დამზადებული წამალი მასწავლა, ზუსტად ორი აბაზანის შემდეგ ცხადად ვიგრძენი უკეთესობა, 4 დღეში კი ძველებურად სუნთქვაც შევძელი.

  • შავი მდოგვის ფხვნილის 250-400 გრამი გახსენით წყალში, დაუმატეთ შემთბარი (არა ცხელი) წყალი თხელი, ფაფისებრი მასის მიღებამდე და გასრისეთ, ვიდრე მდოგვის მძაფრ სუნს არ შეიგრძნობთ. ამის შემდეგ “ფაფა” ჩაასხით აბაზანაში (180-200 ლიტრ წყალში) და კარგად შეურიეთ. აბაზანის მიღებიდან 1-2 წუთის შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი და ჩაიცვით თბილად.

ფილტვების ანთების შემდეგ ორგანიზმი ძლიერ დასუსტებულია, სწორედ დაავადებების შემდგომ დაუძლურებული ორგანიზმის მოსამაგრებლად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ამ საშუალებას, რომელსაც ასევე გთავაზობთ:

  • 100 გრამი ქიშმიმი დააქუცმაცეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. გაფილტრეთ და გაწურეთ დოლბანდში. დღის განმავლობაში მიიღეთ რამდენჯერმე.
ნანული შავდია, თბილისი

როცა სახსრების ტკივილი გვიტევს

ასაკში სახსრების ტკივილი ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, მას ჩემი მომზადებული საცხით წარმატებით ვუმკლავდები.

  • აიღეთ 200 გრამი ბატის ქონი, ამდენივე თაფლი და 200 მლ არაყი. კარგად აურიეთ, მოათავსეთ მუქ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ 2 კვირა თბილ ადგილას. მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.
ნათელა ალიბეგაშვილი, დუშეთი