ჩასახვა მენოპაუზის შემდეგაცაა შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩასახვა მენოპაუზის შემდეგაცაა შესაძლებელი

მენოპაუზიის უკან დახევის მიზნით მეცნიერებმა გამოიყენეს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა, რომელიც ეხმარება უჯრედებს ზრდასა და ქსოვილის რეგენერაციაში. აღმოჩნდა, რომ გამდიდრებულ პლაზმას დაბერებული საკვერცხის განახლება შესძლებია. როცა მენოპაუზიან ქალებს შეუყვანეს თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა, მათ დაეწყოთ მენსტრუაცია და გამომუშავდა კვერცხუჯრედები. მეცნიერებმა ამოიღეს და ხელოვნურად გაანაყოფიერეს ეს კვერცხუჯრედები. გამოდის, რომ ქალს ახლა მენოპაუზის ადრე დადგომის შემდეგაც შეუძლია დაორსულება.

ამ მეთოდიკას კიდევ ერთი პლუსი აქვს. ვიდრე ცდაში მონაწილე 6 ქალს საშვილოსნოში თრომბოციტებით გამდიდრებულ პლაზმას შეუყვანდნენ, მათ არაერთხელ მოეშალათ მუცელი და წარუმატებლად დამთავრდა ხელოვნური განაყოფიერების მცდელობა, ამ ახალი მეთოდის წყალობით კი დაორსულდნენ და ამ დროისთვის ორსულობის მეორე ტრიმესტრში არიან.

უჩვეულო პური დაეხმარება კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონეთ

მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის მქონე ადამიანებს პრობლემას შეცვლილი სახის ჭვავის პური მოუგვარებს. ეს პური ამცირებს ნაწლავის გაღიზიანების სიმპტომებს (დიარეა, ტკივილი, ყაბზობა).

ამრიგად, ახალ პურში ცოტაა ფერმენტირებული ოლიგო-, მონოსაქარიდები და პოლიოლები. მას 4 კვირის განმავლობაში ცდიდნენ ადამიანებზე. კვლევაში საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და ისინი ჩვეულებრივი თეთრი პურით იკვებებოდნენ. პურის მოდიფიცირება მოხდა აფუების სპეციალური სისტემის წყალობით. სიმპტომების სიმძიმე შეფასდა არა მხოლოდ კითხვით, წყალბადის სუნთქვის ტესტით (გვიჩვენებს ფერმენტაციის დონეს) და ყოველდღიურად მიღებული საკვების დღიურებით. გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ახალი დამუშავებული პური მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიმპტომებს.

სხვათა შორის, ჩვეულებრივი პური დღემდე შეტანილია ყველაზე მავნე პროდუქტების სიაში. მაგალითად, ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლები გვაფრთხილებენ, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა თეთრი პური, მავნეა ფილტვებისთვის. გლიკემიური ინდექსი ასახავს საკვებში ნახშირწყლების რაოდენობას. მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აიწევს სისხლში გლუკოზის დონე ჭამის შემდეგ. ახალ კვლევებში მონაწილეობდა 1905 ფილტვის კობოთი დაავადებული და 2413 ჯანმრთელი ადამიანი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ცდისპირებს, რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტს მიირთმევდნენ, ფილტვების კიბოს განვითარების რისკი სხვებთან შედარებით 49%-ით მაღალი ჰქონდათ.