დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ევკალიპტის ნაყენი წნევასაც აწესრიგებს

მაღალი წნევის დროს ხშირად ვსვამ ევკალიპტის ნაყენს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მიწესრიგებს წნევას.

* ევკალიპტის 10 ხმელი ფოთოლი დაფქვით, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ლატავრა კაკაბაძე, ბათუმი

ოროვანდის ფესვი ყაბზობის წამალია

უკვე 65 წელს გადავაბიჯე და ასაკთან ერთად მიმწვავდება კუჭის მოქმედების პრობლემა. მედიკამენტები სწორ ნაწლავს მიღიზიანებს, ოროვანდის ფესვს კი უფრო ნაზი და ეფექტური მოქმედება აქვს.

* აიღეთ 2 სუფრის კოვზი ოროვანდის დაფქული ფესვი. დაასხით 1 ლიტრი წყალი, 20 წუთით გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მოკლე ხანში კუჭის მოქმედება მოწესრიგდება.

თინა მირზიაშვილი, ახმეტა

სახსრების ტკივილსგან ეს ნარევი გიხსნით

ძალიან ხშირად მტკიოდა სახსრები, უამრავი საშუალება ვცადე, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტი არც ერთს არ ჰქონდა. მეზობელმა მასწავლა ნაყენი, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი.

* ერთმანეთს შეურიეთ 10 მლ 10%-იანი ქაფურის სპირტი, ამდენივე 5%-იანი იოდი და ასპირინის 10 დაფხვნილი ტაბლეტი. 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.

ნათელა წიქარიშვილი, თელავი