დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ჭარბთმიანობასთან ბრძოლა სერიოზულ ხარჯებსაც უკავშირდება, არადა, ხალხური მედიცინა ჭარბი თმის მოსაცილებელ უამრავ საშუალებას გთავაზობთ:

დაწვით კაკლის ნაჭუჭი, მისი ფერფლი აურიეთ წყალში და წაისვით თმიან ადგილას, ყოველდღიური პროცედურით აუცილებლად დაიწყება თმის ცვენა.

სასურველია კაკლის უღლის სპირტიანი ნაყენის დალევაც.

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელი (ლებნებს შორის ფირფიტა), დაასხით 2 ჩაის ჭიქა არაყი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით.

შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

შეგიძლიათ ეს საშუალება სცადოთ:

  • 3 სადილის კოვზი ლემა მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გადაწურეთ და წაისვით ჭარბთმიან ადგილებზე, განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.

გახსოვდეთ! ნახარში ადვილად არ ფუჭდება, წლების განმავლობაში ინახება და ამიტომ მისი გამოყენება ხანგრძლივად შეგიძლიათ.

ია ომიაძე, თბილისი

გაბედულად შეხვდით მამაკაცურ შემოდგომას

ბევრი მამაკაცი ბიოლოგიურ შემოდგომას საკმაოდ მძიმედ განიცდის, ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ნერვული სისტემის აღგზნებადობა, ამას ყოველდღიური ყოფითი პრობლემებიც ემატება და ბევრი მათგანი ფსიქიატრის პაციენტიც კი ხდება, რადგან ჩვეული დამამშვიდებლებით ვერ ახერხებს ვითარების რეგულირებას.

გთავაზობთ საკმაოდ ძველ და გამოცდილ საშუალებას, რომელიც ამგვარ მდგომარეობაში მყოფთ ძალიან დაეხმარება.

  • აიღეთ 30 გრამი წიწმატურა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გაწურეთ.

მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • მამაკაცთა კლიმაქსის სამკურნალო საშუალება მზადდება კუნელისგანაც: 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს დაასხით 3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთით და გაწურეთ.

მიიღება 1 ჩაის ჭიქა დილით უზმოზე.

  • დადებითი შედეგი მოაქვს კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენის დღეში 3-ჯერ (40 წვეთი ცოტა წყლით განზავებული) მიღებასაც.

ბაქარ რ, რუსთავი