დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თავის ტკივილი და მომატებული წნევა სატანჯველად მექცა.

სპეციალისტმა ამიხსნა, რომ ამის მიზეზი ასაკი და სისხლში საკმაოდ მომატებული ქოლესტერინის მაჩვენებელია.

წამლების მიღება, მრავალთა მსგავსად, არც მე მხიბლავს, ამიტომ ალტერნატიული საშუალების ძიება დავიწყე და ერთ ხალხურ რეცეპტზე შევაჩერე არჩევანი. ჩემმა მიგნებამ გამიმართლა:

  • 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 2 ცალი კანიანად გახეხილი ფორთოხალი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ 3-ჯერ დღეში 2 სადილის კოვზით, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. 15-დღიანი თერაპიის შემდეგ აშკარა უკეთესობა ვიგრძენი. მინდა გაითვალისწინოთ, რომ ნახარში უნდა დალიოთ ნალექის გარეშე, ამიტომ მიღების წინ ნუ შეანჯღრევთ.
მანუჩარ გობეჯიშვილი, თბილისი

მარხვის პერიოდში ორგანიზმის მოძლიერება არავის აწყენს

დიდმარხვებისას ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება მომაგრება, ამიტომ თქვენს მკითხველს იმ ნაყენის რეცეპტს შევთავაზებ, რომელიც საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ამტანობას გრძელვადიანი მარხვებისას:

  • ერთმანეთში აურიეთ 4 სადილის კოვზი გახეხილი სტაფილო და ამდენივე ქიშმიში, დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე კვლავ ადუღეთ 30 წუთით. დალიეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე. ამ საშუალების დახმარებით კიდევ უფრო ძლიერდება ღვიძლის ბარიერული ფუნქცია, რაც დადებითად აისახება მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე.
ნინო ლაფაჩი, ზუგდიდი