რა შეუძლია ხახვის წვენს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რა შეუძლია ხახვის წვენს
რა შეუძლია ხახვის წვენს
ხახვის წვენი უნივერსალური საშუალებაა, მეტად სასარგებლო და აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან ხახვი მდიდარია დიეტური ბოჭკო-ინულინით. ეს უკანასკნელი ნაწლავთა ჯანმრთელი ბაქტერიებისათვის საკვები ნიადაგია.

ხახვი შეიცავს ნატურალურ ანტიჰისტამინურ საშუალება - კვერცეტინს, რომელიც აფერხებს ასთმისა და სხვა ალერგიული პროცესების განვითარებას. კვერცეტინი ადვილად აბსორბირდება ორგანიზმის მიერ და ხანგრძლივად რჩება ქსოვილებში, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილი იგივე ანტიჰისტამინური საშუალება.

ხახვის წვენი ეფექტურია გაციებისა და რესპირატორული დარღვევებისას. საქმე ისაა, რომ ხახვი აფერხებს სასუნთქ გზებში ლორწოს ფორმირებას, რითაც ეხმარება ჰაერგამტარ
გზებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ხახვი სასარგებლოა ძვლების სიმტკიცისთვისაც. კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი კომპონენტები ძვლოვანი ქსოვილიდან მინერალების გამორეცხვას აფერხებს. ამასთან, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.
ხახვის წვენი სასარგებლოა თმისთვის, შეიცავს რა გოგირდს, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია თმის ზრდისათვის.

ხახვის წყალობით სისხლში შაქრის დონე იკლებს. ეს მასში უხვად წარმოდგენილი ქრომისა და ალილ
პროპილ დისულფიდის დამსახურებაა.

ხახვის წვენის რეგულარულად გამოყენება (ქრომის, გოგირდისა და B ვიტამინის შემცველობის წყალობით) აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულის ფუნქციობაზე.
ხახვი შეიცავს რამდენიმე ტიპის სულფიდს, რომლებიც ხელს უშლის ორგანოებში სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ხახვს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს, რითაც პირის ღრუს ლორწოვანს ინფექციებისგან იცავს.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თურმე თამბაქოზე დამოკიდებულებას ადვილად ებრძვის შვრია. ამისათვის უნდა აიღოთ ერთი სადილის კოვზი
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
გთავაზობთ ერთ სასარგებლო რეცეპტს, ბანანის შემცველი სამკურნალო საშუალებისა, რომელიც არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც
სხვადასხვა სახეობის ჩირი, ქიშმიში, ფინიკი, ცუკატები, გამომშრალი ხილი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ზამთრის პერიოდში ხდება, მაშინ, როცა ხილის არჩევანი სეზონის გამო არც ისე დიდია.
აიღეთ მუქი ფერის ქიშმიში (იგივე ყურძნის ჩირი) კურკების გარეშე. თითოეული მარცვალი გაყავით ორად (უბრალოდ გადახლიჩეთ), შუაგულში ჩადეთ
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად