რა შეუძლია ხახვის წვენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეუძლია ხახვის წვენს

ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან ხახვი მდიდარია დიეტური ბოჭკო-ინულინით. ეს უკანასკნელი ნაწლავთა ჯანმრთელი ბაქტერიებისათვის საკვები ნიადაგია.

ხახვი შეიცავს ნატურალურ ანტიჰისტამინურ საშუალება - კვერცეტინს, რომელიც აფერხებს ასთმისა და სხვა ალერგიული პროცესების განვითარებას. კვერცეტინი ადვილად აბსორბირდება ორგანიზმის მიერ და ხანგრძლივად რჩება ქსოვილებში, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილი იგივე ანტიჰისტამინური საშუალება.

ხახვის წვენი ეფექტურია გაციებისა და რესპირატორული დარღვევებისას. საქმე ისაა, რომ ხახვი აფერხებს სასუნთქ გზებში ლორწოს ფორმირებას, რითაც ეხმარება ჰაერგამტარ გზებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ხახვი სასარგებლოა ძვლების სიმტკიცისთვისაც. კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი კომპონენტები ძვლოვანი ქსოვილიდან მინერალების გამორეცხვას აფერხებს. ამასთან, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.

ხახვის წვენი სასარგებლოა თმისთვის, შეიცავს რა გოგირდს, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია თმის ზრდისათვის.

ხახვის წყალობით სისხლში შაქრის დონე იკლებს. ეს მასში უხვად წარმოდგენილი ქრომისა და ალილ პროპილ დისულფიდის დამსახურებაა.

ხახვის წვენის რეგულარულად გამოყენება (ქრომის, გოგირდისა და B ვიტამინის შემცველობის წყალობით) აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულის ფუნქციობაზე.

ხახვი შეიცავს რამდენიმე ტიპის სულფიდს, რომლებიც ხელს უშლის ორგანოებში სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ხახვს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს, რითაც პირის ღრუს ლორწოვანს ინფექციებისგან იცავს.

თინათინ გოცაძე