გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები

გთავაზობთ გაციების საწინააღმდეგო შინაურ რეცეპტებს.

ოფლის მოსადენად

  • აიღეთ ორი წილი ვირისტერფა, ერთი წილი ცაცხვის ყვავილი და ერთი წილი თავშავა, ჩაისავით დააყენეთ და მიიღეთ ძილის წინ.

  • სამ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ადუღებული წყალი და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 20 წუთით დააყენეთ, გაწურეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და მიიღეთ ცხელ-ცხელი ძილის წინ.

დასაზელად

  • 0,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მასში გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი. ამის შემდეგ ორივე ნარევი შეაერთეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. ამ ნარევით დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი.

  • შეიძლება ამ მიქსტურის დალევაც: წლამდე ასაკის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 1 წვეთი, გახსნილი 1 სუფრის კოვზ წყალში, ერთ წელს გადაცილებულს ერთ ჭიქა წყალში ვუწვეთებთ იმდენ წვეთს, რამდენი წლისაც არის, ხოლო მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მიქსტურა.

  • ჟოლოს ტოტები წვრილად დაჭერით, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს, დააყენეთ 1,5 საათით. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ

გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.

  • აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გარჩეული მწარე ნუში, დაფქვით, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძე.
  • თალგამის წვენი აადუღეთ, დაატკბეთ შაქრით ან თაფლით და დალიეთ. შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, უზმოზე.
  • თალგამის ან სტაფილოს წვენს დაამატეთ იმავე მოცულობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში რამდენჯერმე.
  • ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიიღეთ თაფლგარეული წითელი მოცვის სიროფი.