სამკურნალო ხილფაფა ვარა თურმანიძისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო ხილფაფა ვარა თურმანიძისგან

მანაც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, მეღვინეობის, მეხილეობისა და სოფლის პროდუქტთა გადამუშავების ფაკულტეტზე. ინჟინერ-ტექნოლოგის პროფესიის დაუფლების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში განაგრძო, სადაც კონიაკის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ საქმეში მუხის ქერქის გამოყენების საკითხზე მუშაობდა. არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. მომავალი მეუღლე ოთარ ხაჩიძე თელავის მევენახეობის, მეღვინეობისა და მებაღეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიცნო. პროფესიით ისიც ტექნოლოგი გახლდათ, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჰყავს ორი შვილი - ქალ-ვაჟი, ოთხი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი.

- პირველი, რაც ქალბატონ ვარას ვკითხეთ, ეს იყო: რამ უბიძგა, რეცეპტი სახალხო გაეხადა?

- ამის სურვილი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როდესაც ჩემთვის ნათელი გახდა, რა რთული სიტუაცია იყო საპატიმროებში, სადაც მრავლად იყვნენ ტუბერკულოზიანი მსჯავრდადებულები. მათი დახმარება მინდოდა. თავდაპირველად ქალბატონ ელენე თევდორაძესთან დაკავშირება ვცადე - იმხანად ის გახლდათ პატიმართა უფლებების დამცველი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. შემდეგ მეუღლის მეგობრის შვილიშვილს დავუკავშირდი - ის პატიმარი იყო. დედამისის პირით შევუთვალე, ამ წამლის საპატიმროებში შეტანა მინდა, პატიმართა პატრონები დამიკავშირდნენ-მეთქი. პასუხად მივიღე, ეს შეუძლებელიაო. მოგვიანებით ამის გაკეთება მოძღვრის საშუალებით ვცადე, მაგრამ ეს ცდაც ამაო გამოდგა. ბოლოს კი საპატიმროებში ყოველგვარი საკვების შეტანა აიკრძალა. პირდაპირი გზით რომ ვერაფერი გავაწყვე, გადავწყვიტე, ჟურნალ-გაზეთების საშუალებით გამეცნო ხალხისთვის ტუბერკულოზის ეს საკმაოდ ეფექტიანი წამალი, მაგრამ რატომღაც არავინ მომაქცია ყურადღება. ყველგან ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ: რატომ გსურთ უსასყიდლოდ ამის გაკეთება? ზოგან ისიც კი მითხრეს, დაუპატენტებელი წამლის შესახებ ვერაფერს დავწერთო. არადა ეს საკვები უფროა, ვიდრე წამალი - ჩვეულებრივი ხილფაფა, სამკურნალო თვისების მქონე, და დაპატენტება არ სჭირდება.

- ბოლოს, მეგობრის რჩევით, თქვენს ჟურნალს დავუკავშირდი და აი, რეცეპტსაც გთავაზობთ:

- ეს ხილფაფა, გარდა ტუბერკულოზისა, უხდება გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებს, დასუსტებულ იმუნიტეტს და ბაქტერიულ ინფექციებს, ბავშვებში ასტიმულირებს ზრდას, კარგია სუსტი ბავშვებისთვისაც. მის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 20 ცალი კვერცხი, სასურველია, სოფლისა, ახალდადებული (არა უმეტეს 10 დღისა);
  • 20 ცალი ლიმონი;
  • 3 ლიტრი ყურძნის წვენი ან 2 ლიტრი კახური ბადაგი;
  • 2 კგ შაქარი.

მომზადების წესი:

აიღეთ 20 კვერცხი, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ჩააწყვეთ სამლიტრიან მინის ქილაში. დაასხით 30 ლიმონის წვენი, ისე, რომ კვერცხები დაიფაროს. დადგით ბნელ და გრილ ოთახში 5 დღე. ჭურჭელს გადააფარეთ დოლბანდი, რადგან შესაძლოა, დუღილის დროს გადმოვიდეს. თუ ობი მოიკიდა, უბრალოდ მოაცალეთ. მეექვსე დღეს - ამ დროისთვის ნაჭუჭი უკვე დარბილებული იქნება, ან სრულიად გახსნილი წვენში - მთელი მასა გადმოასხით და წვრილ საცერში გაატარეთ. დაასხით სამი ლიტრი ყურძნის წვენი ან 2 ლიტრი კახური ბადაგი. შედგით ცეცხლზე და უწყვეტი ენერგიული რევით აადუღეთ, ხარშეთ დაახლოებით 3 საათი, დროდადრო ურიეთ. ნახევრამდე რომ დადუღდება, ჩაამატეთ 2 კილოგრამი შაქარი და ურიეთ გახსნამდე. ჩაასხით სამლიტრიან ქილაში, გააცივეთ და შედგით მაცივარში. გამოყენების წინ გადმოასხით პატარა ქილაში, რომელიც უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.

მიღების წესი და დოზირება: უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ასაკისა და ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით: ბავშვებმა - 1 სუფრის კოვზი, მოზრდილებმა - 2 სუფრის კოვზი; თუ ავადმყოფობა შორს წასულია, შეიძლება 3-4 სუფრის კოვზის მიღებაც. სასურველია, მძიმე ავადმყოფმა მკურნალობის კურსი 6 თვის შემდეგ გაიმეოროს.

რედაქციისგან: ქალბატონმა ვარამ გაგვაფრთხილა, რომ ხილფაფის მომზადება არც ისე ადვილია, ამ პროცესში შესაძლოა ბევრი კითხვა გაგიჩნდეთ, ამიტომ გთავაზობთ, ყველა, ვინც სამკურნალო საშუალების მომზადებას გადაწყვეტთ, პირადად დაუკავშირდეთ მას.

შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 2 54 53 74; 5 70 500 346; ქალბატონი ვარა მზადაა, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე უფასო კონსულტაცია გაგიწიოთ.