კიტრი ჭორფლის საწინააღმდეგოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიტრი ჭორფლის საწინააღმდეგოდ

კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ.

დაინახავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ გამოგიცოცხლდებათ სახე. შეშუპებული თვალების დასაცხრობად კიტრის მრგვალი ნაჭრები ქუთუთოებზე დაიდეთ და 10 წუთით მსუბუქად მიიჭირეთ.

სახის გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების წინ სახის გაწმენდისათვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:2).

თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისაგან მზადდება. აიღეთ 5 საშუალო ზომის კიტრი, წვრილათ გახეხეთ, დაუმატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის გვირგვინის ფურცლები, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი და 3 კვირით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ, ოღონდ მოხმარების წინ აუცილებლად გააზავეთ - 1/2 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ამდენივე ანადუღარი თბილი წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ ცხიმიანი კრემი შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, სახის კანი საოცრად მომხიბლავი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.

კიტრი ასევე ხელს უწყობს გახდომას. თვითონ ის ძალიან დაბალკალორიულია, მაგრამ თუ მცენარეული ზეთით ან არაჟნით შევაზავებთ, შეუძლია, მთელი სამი საათით დაგვანაყროს. კიტრის დიეტის დაცვა სამ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული, რადგან იგი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას.