როგორ მოვამზადოთ დინდგელის სანთლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ დინდგელის სანთლები

დინდგელის სანთლები გამოიყენება ჰემოროის (ბუასილი), მამაკაცთა სასქესო სისტემის დაავადებების, სწორი ნაწლავის დაავადებების - ეროზია, ანალური ნახეთქი, ანთებითი პროცესები სწორ ნაწლავში (პროქტიტი, პარაპროქტიტი)

საშვილოსნოსა და საშოს ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.

თავდაპირველად უნდა მოამზადეთ დინდგელის სპირტხსნარი

მასალა

სპირტი 70 პროცენტიანი - 100 მლ

დინდგელი - 15-20 გრ

მომზადება

დინდგელი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ის გაიყინება და გამაგრდება. შემდეგ გახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ 100 მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი.

სანთლების მოსამზადებლად დაჭირდებათ

კაკაოს ცხიმი ან კარაქი - 4 წილი

დინდგელის სპირტხსნარი - 1 წილი

მომზადება

ცხიმი და დინდგელის სპირტიანი ნაყენი ერთმანეთში აურიეთ თანაფარდობით 4:1-ზე (ვთქვათ 4 კოვზი ცხიმი 1 კოვზი სპირტხსნარი). მიღებული მასა გაადნეთ წყლის აბაზანაზე არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატურაზე. გააციეთ და შეაწებეთ 3 სანტიმეტრი სიგრძისა და ერთი სანტიმეტრი დიამეტრის ცილინდრების სახით. მიღებული სანთლები სათითაოდ გაახვიეთ პოლიეთილენში და მაცივარში შეინახეთ.

გამოიყენება ვაგინალურად და რაქტალურად დილა-საღამოს 10-14 დღის განმავლობაში.

როგორ მოვამზადოთ დინდგელის მალამო

დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად