მკურნალი ბროწეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალი ბროწეული

შუა საუკუნეების მედიცინაში აღნიშნული ნაყოფის წვენს, როგორც დამაწყნარებელ საშუალებას, დიდი აღიარება ჰქონდა. წარმატებით გამოიყენებოდა ის აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდ. თაფლთან ერთად ადუღებული წვენით ადენოიდებს მკურნალობდნენ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ბროწეულის წვენს "ყელის დაავადებათა" სამკურნალოდ იყენებენ, ქერქს კი როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.

ჯერ კიდევ უძველეს დროში დიოსკორიდემ და ცელსმა, მოგვიანებით კი შუა საუკუნეების ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ბროწეულის ხის ქერქის ნახარშს ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. თანამედროვე გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ნახარშის აღნიშნული სახის მოქმედება ალკალოიდ პელტვერინის შემცველობას უკავშირდება (ქერქსა და ფესვში პელტვერინისა და იზოპელტვერინის გარდა კიდევ სამი ძლიერმოქმედი ალკალოიდია აღმოჩენილი).

ინდოეთში, მაგალითად, ჭიებით ინვაზიას დღესაც ბროწეულის ფესვის ნახარშით ებრძვიან. კავკასიის ბევრ რეგიონში ბროწეულის ყვავილსა და ფესვს ნაყავენ და პირის ღრუს დაავადებათა დროს მისაყრელად (ტალკის სახით) იყენებენ. ყვავილების ნახარშით ფაღარათს ებრძვიან, ხოლო საკუთრივ ყვავილებს საფენების სახით სიმსივნურ უბნებზე აფენენ ავადმყოფებს.

ბროწეულის ნაყოფი რეკომენდებულია სუსტი, მადა დაქვეითებული პაციენტებისთვის, რომელთაც გადაიტანეს სხვადასხვა ინფექციური პათოლოგია, რამეთუ ის მადის გაძლიერების პარალელურად, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს; ბროწეულის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ხველისა და ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. ის ამაღლებს იმუნიტეტს, კლავს წყურვილს, ადვილად შეითვისება ორგანიზმის ცალკეული ქსოვილების მიერ, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, რომ ჰიპერაციდული გასტრიტით (მომატებული მჟავიანობით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებით), ენტეროკოლიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა მიღების წინ ბროწეულის წვენი ცივი ადუღებული წყლით უნდა გააზავონ.

თინათინ გოცაძე

ბროწეული - სახსრების მკურნალი

ბროწეული - მითი და სინამდვილე