სოინჯის ზეთი - ჰიპერტენზიის პროფილაქტიკისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოინჯის ზეთი - ჰიპერტენზიის პროფილაქტიკისათვის

სწორედ მძიმე გართულებათა გამოა არტერიული ჰიპერტენზია საინტერესო და საყურადღებო, თორემ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან ხომ რეალურად მხოლოდ თავის ტკივილი შეიძლება გამოიყოს. სამწუხაროდ, აღნიშნულ პათოლოგიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მათ შორისაა:

ათეროსკლეროზი - არტერიული ჰიპერტენზია ათეროსკლეროზის რისკფაქტორია. ათეროსკლეროზს ახასიათებს სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მნიშვნელოვანი მომატება, ასევე სისხლძარღვთა კედლებზე ათერომული ფოლაქების განვითარება. ეს ყოველივე, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არტერიულ ჰიპერტენზიას, ანუ ამ ორი პათოლოგიით ერთგვარი მანკიერი წრე იქმნება. ისინი ერთურთის ხელშემწყობ და განმაპირობებელ პათოლოგიებად გვევლინება.

გულის დაავადებები – არტერიული ჰიპერტენზია ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, რადგანაც გვევლინება ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკფაქტორად და იმავდროულად ხელს უწყობს კორონარების (გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების) შევიწროებას.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები - მათ მიეკუთვნება ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა და სხვა მდგომარეობები.

თირკმლის დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის დაავადებათა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, მათ შორის, თირკმლის უკმარისობისაც, რაც, პრაქტიკულად, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას უკავშირდება.

მხედველობის დარღვევა - არტერიული ჰიპერტენზიის გამო სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად ირღვევა თვალის ბადურა გარსში, ასევე ცუდად მარაგდება მხედველობის ნერვიც (რომელიც, ფაქტობრივად, ძალიან წვრილი არტერიოლებით იკვებება).

შაქრიანი დიაბეტის გართულებები - არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტის არაერთი გართულების ძირითადი რისკფაქტორია, დიაბეტური ტერფის, რეტინოპათიის და სხვა გართულებათა მიზეზი უხშირესად სწორედ მაღალი არტერიული წნევაა.

ყველა ზემოთ აღნიშნული გართულების მექანიზმი კი სისხლძარღვებს და მათი სანათურის შევიწროებას უკავშირდება.

გართულებათა პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ კარდიოლოგის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად მიიღებთ მცენარეულ საშუალებებს, რომლებიც აღადგენს სიხლძარღვთა ელასტიკურობას, აქვეითებს მათი კედლების გამავლობას და თრომბების წარმოქმნის რისკს. ასეთ მცენარეულ პრეპარატებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ სოინჯი, რომელსაც ჩვენში შავკაკალასაც უწოდებენ.

სოინჯის ზეთი, რომელიც მისი თესლისგან მზადდება ცივი წნეხის ტექნოლოგიით:

  • მდიდარია ისეთი ვიტამინებით როგორიც არის: E, D, C და B ჯგუფის ვიტამინები;
  • შეიცავს 50-მდე კატალიზატორს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედულ ბიოსინთეზს და 100-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის: ნიგელონს, კაროტინოიდ A-ს, უჯერ-ცხიმოვან მჟავებს: ომეგა-3, 6 და 9, ფოსფოლიპიდებს, ეთერზეთებს;
  • მის შემადგენლობაში არის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი მაკრო და მიკრო ელემენტები: კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მანგანუმი, რკინა, თუთია, სპილენძი, სელენიუმი და სხვა.

ფიტოტეროლისა და უჯერი ომეგა 6 და 9-ით მდიდარი სოინჯის ზეთი, ზრდის სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, ამცირებს კაპილარების სისუსტეს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ამცირებს არტერიულ წნევას.

სოინჯის ზეთის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში კაფსულების სახით.

რისთვის არის სასარგებლო სოინჯის ზეთი

• მაღალი წნევა - სოინჯის ზეთი არის ასუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

• მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა - სოინჯის ზეთში შემავალი A და E ვიტამინის, ფიტოტეროლის, თუთიის, მანგანუმისა და სელენის კომპლექსური მოქმედება ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას, აწესრიგებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და აუმჯობესებს სპერმატოგენეზს. ამ ზეთის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით მიღებას ურჩევენ მამაკაცთა უშვილობის დროსაც.

• მკერდის ტკივილი (მასტალგია) - სოინჯის ზეთში შემავალი ესტროგენის მსგავსი (Eსტროგენ-ლიკე) ფოტოტეროლი, ვიტამინი E და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა 6 და 9 ცხიმ-მჟავები უზრუნველყოფენ ჰორმონალური ბალანსის აღდგენას და ამცირებენ მენსტრუალური ციკლის დროს მკერდის ტკივილს (მასტალგია). სოინჯის ზეთი რეკომენდებული იმ ქალებისათვის, რომელთაც ჰორმონული ბალანსის დარღვევით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ, კარგ შედეგს იძლევა მენსტრუაციის წინა პერიოდში განვითარებული მასტალგიების (მკერდის ტკივილის) დროს.

• ასთმა - კველვებმა აჩვენა რომ ასთმის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად სოინჯის ზეთის მიღება ამცირებს ხველას, ქოშინს და აუმჯობესებს ფილტვების ფუქციას.

• იმუნიტეტის ამაღლება - სოინჯის ზეთი ხელს უწყობს სისხლში თეთრი უჯრედების ე.წ "ბუნებრივი მკვლელი უჯრედების" გამომუშავებას (სიმსივნური და ვირუსით დაინფიცირებული უჯრედის მიმართ ციტოტოქსიური ლიმფოციტი), რომელიც ზრდის ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

• დიაბეტი - ადრეული კვლევებით დასტურდება, რომ სოინჯის ზეთის მიღება აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს. ასევე აბალანსებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, დიაბეტის მქონე პაციენტებში.

მოიკითხეთ აფთიაქებში "სოინჯის ზეთი "ლიკი" E ვიტამინით", რომელიც მიიღება დღეში ერთხელ, ერთი კაფსულა, ძირითადი კვების შემდეგ (2 საათში) თბილი წყლის მიყოლებით, 18 წლის ასაკიდან.

ფასი 1 კოლოფი (60 კაფსულა) – 36 ლარი; 1 კოლოფის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.