სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეები

ტილჭირი

ტილჭირი მრავალწლიანი შხამიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ყველა სახეობა შეიცავს ალ-კალოიდებს, რომლებიც მცენარის ძირითადი მოქმედი ნივთიერებებია. ტილჭირის ალკალოიდები ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მათი დიდი, ტოქსიკური დოზა კრუნჩხვებს და სუნთქვის ცენტრის დამბლასაც კი იწვევს. ტილჭირს უძველესი დროიდან იყენებდნენ საწამლავის მოსამზადებლად. მოგვიანებით დაიწყეს მისი გამოყენება მედიცინაშიც - გარეგან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად რევმატიზმის, ნევრალგიის, სახსრების ტკივილისა და გაციების დროს. ბოლო ხანს მკვლევართა ყურადღებას იპყრობს ჩეკანოვსკის ტილჭირი. მასში აღმოჩენილია დიტერპენული ალკალოიდები და ფლავონოიდები. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურებულია ამ მცენარის ანთებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ჰიპოლიპიდემიური (ცხიმების დამაქვეითებელი), სედაციური და, რაც მთავარია, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში ჩეკანოვსკის ტილჭირს იყენებენ მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ინფექციური და ჩირქოვანი სნეულებების, ეპილეფსიისა და კიბოს სამკურნალოდ. ტიბეტური მედიცინა ტილჭირის სხვა მცენარეებთან ნარევით (ფხვნილით) მკურნალობს ციმბირის წყლულს, ფილტვების მწვავე ანთებას, ხოლო ახალგაზრდა, ნორჩი მცენარის ნახარშით - ტუბერკულოზს. ჩინეთში ტილჭირი პოპულარულია როგორც კიბოს საწინააღმდეგო მცენარე.

ლიკოპოდიუმი

ლიკოპოდიუმი 15 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორი და დატოტვილი აქვს, ხშირი ფოთლებით დაფარული. ლანცეტისებრ-სახაზავისებრი, წაწვეტებული, მკვრივი ფოთლები 8 რიგადაა განლაგებული. ეს მცენარე გადაშენების გზაზეა. გვხვდება ძირითადად ტყის ზონაში, განსაკუთრებით - წიწვნარში. ლიკოპოდიუმი მდიდარია ალკალოიდებით, ფლავონოიდებით, ცილოვანი და პექტინური ნაერთებით, შაქრებით, ცვილით, ლორწოთი და მიკროელემენტებით. ამ მცენარეს, გარდა იმისა, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა,  ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო თვისებებიც აქვს. ლიკოპოდიუმის წყალობით ავადმყოფებს ალკოჰოლისადმი ზიზღი ეუფლებათ, უარს ამბობენ მის მიღებაზე და თანდათანობით იკურნებიან.  მცენარის ალკალოიდები ძლიერმოქმედი შხამებია, ამიტომ ამ მცენარით მკურნალობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

კონიო

კონიო ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მსხვილი ფოთლები და წვრილი თეთრი ყვავილები. ყვავილობს ზაფხულის პირველ ნახევარში. გავრცელებულია რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ციმბირსა და შუა აზიაში. უმეტესად იზრდება როგორც სარეველა ბალახი ბაღებსა და სკვერებში, გზისპირებზე და ორღობეებში, მინდვრებსა და ხელოვნურ ნარგავებში. კონიო შხამიანი მცენარეა. მის ნაყოფს ხელით გასრესისას უსიამოვო სუნი სდის. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის როგორც ღერო, ისე ფოთოლი და ყვავილი. კონიო დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს. განსაკუთრებით შხამიანია ნაყოფი - ალკალოიდების შემცველობა მასში 1%-ია. კონიო გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი, დამაწყნარებელი, კრუნჩხვებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ხალხურ მედიცინაში მისი ფოთლებისა და თესლის ნარევის სპირტიან ნაყენს როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას იყენებენ საჭმლის მომნელებელი და შარდის გამომყოფი სისტემების დაავადებების, მენსტრუაციის შეკავების, ანემიებისა და ქრონიკული მტკივნეული ხველის დროს. მცენარის ღეროს, თესლისა და ფესვისგან დამზადებული გარეგანი და შინაგანი პრეპარატები რეკომენდებულია ნერვული და გინეკოლოგიური დაავადებების დროს. დამდუღრული და დოლბანდში გახვეული ახალდაკრეფილი ფოთლების საფენებს რევმატიზმის და პოდაგრის დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ. კონიო ზოგიერთი ავთვისებიანი წარმონაქმნის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაცაა. კერძოდ, კარგ შედეგს იძლევა სარძევე ჯირკვლის, პროსტატისა და კუჭის კიბოს მკურნალობისას. სიმსივნური პათოლოგიების დროს  გამოიყენება ფოთლების გამონაწური და მცენარის სპირტიანი ნაყენი, ოღონდ მეტად მცირე დოზებით - 2 წვეთი ერთ სადილის კოვზ წყალზე. მცენარეს ხშირად იყენებენ სტაფილოსა და ოხრახუშთან ერთად, რაც მოწამვლას იწვევს. შედეგად ვითარდება პირის ღრუსა და ყელის წვა, გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვდენა), გულისრევა და ღებინება, გუგების გაფართოება. ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვის ცენტრის დამბლა სიკვდილსაც იწვევს. ამიტომ კონიოს გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. რედაქციისგან: დასახელებულ მცენარეთა შხამიანობის გამო რეცეპტების მოწოდებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს.