შავი მოცხარი - როგორ მოვამზადოთ ვიტამინების კომპლექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შავი მოცხარი - როგორ მოვამზადოთ ვიტამინების კომპლექსი

მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით (1400-1500 მგ პროცენტი, კულტივირებულ ფორმებში - 4000-მდე მგ პროცენტი). ამ მხრივ იგი მხოლოდ ასკილსა და აკტონდიას ჩამორჩება. მაღალ ტემპერატურაზე ვიტამინი C იშლება, ამიტომ შესანახად შაქრის ფხვნილში ურევენ და ისე ინახავენ ნაყოფს, ტემპერატურული დამუშავების გარეშე. შავი მოცხარის ნაყოფი და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად. ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად, დიათეზის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

შავი მოცხარის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე სისხლნაკლოვანების, მადის მოსაგვრელად, ხველების დროს.

ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების გამონახარშს იყენებენ ხველების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ოფლმომგვრელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლოვანების საშუალება. ზოგჯერ ნაყოფის, ფოთლებისა და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, გაციებისა და ყივანა ხველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. კუჭის წყლულის დროს ნაყოფის წვენს სვამენ დაახლოებით 60-90 გ დღეში სამჯერ.

შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები გააჩნია, ფოთლებისა და ნაყოფის პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.

შავი მოცხარის, ჟოლოს და მოცვის ფოთლები ასკილის ნაყოფთან ერთად ვიტამინის კომპლექსის შემცველობისაა. ამიტომ იგი საუკეთესო საკვებად ითვლება ადრე გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს. ამ მიზნით ახალგაზრდა ფოთლებს ამზადებენ შემოდგომაზე, ნაყოფის შეგროვების შემდეგ. შეგროვებულ ფოთლებს ზამთარში ჩრდილში ახმობენ. პრეპარატს ამზადებენ შემდეგნაირად: 5 სუფრის კოვზი შავი მოცხარის, ჟოლოს, მოცვის ფოთლები და ასკილის ნაყოფი (ან ახლად დაკრეფილი, წვრილად დაქუცმაცებული ფოთლები) მოათავსეთ მინის ან ემალის ჭურჭელში (უმჯობესია ჰერმეტულად, თერმოსში), დაასხით 1ლიტრი მდუღარე, დადგით 40-60 წუთს, მიიღეთ ჩაის სახით შაქრის დამატებით დღეში 5-6 ჭიქა. იხილეთ ვრცლად