შტოში ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შტოში ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს

ამ კენკრის უნიკალური უნარი - შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი სულ ახლახან გახდა ცნობილი. ტრადიციულად შტოშს იყენებდნენ როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას მაღალი ტემპერატურის, აგრეთვე სურავანდის დროს.

შტოში ავიტამინოზის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობით ის ნამდვილი ჩემპიონია ველურ კენკროვანთა შორის. შტოშის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უარჩუნებენ სილამაზეს კანსა და თმას), სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, - ფლავონოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით კი ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას. გაითვალისწინეთ: დუღილის დროს C ვიტამინი იშლება. თუ ამზადებთ შტოშის სასმელს, კენკრა არ უნდა ხარშოთ - ის უნდა გამოწუროთ, წამოადუღოთ შაქართან ერთად მისი ჩენჩო და რბილობი (რათა სასმელს კენკრის ლამაზი, ცეცხლოვანი შეფერილობა მიეცეს) და როცა ნახარში გაგრილდება, ჩაამატოთ მასში შტოშის ცოცხალი წვენი.

შტოშის წვენი კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, კლავს წყურვილს, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკვილის დროს ძალიან კარგია თაფლით გაზავებული შტოშის წვენი.

შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში 1 კგ კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი. წამოადუღეთ ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით და დააყოლეთ თბილი წყალი.

შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ მის მიღებას ვარიკოზის დროს. შტოშის წვენისა და ჭარხლის წვენის ნარევი უხდება მაღალ წნევას. შტოშს, როგორ ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის დროს. შტოში, მისი წვენი და სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას. შტოში სასარგებლოა ასევე დაბალი მჟავიანობის და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ შტოში აბრკოლებს პილორუსის ჰელიკობაქტერიის (Helicobacter pylori) გამრავლებას, რომელიც კუჭის წყლულს იწვევს, თუმცა კენკრა კარგია მხოლოდ პროფილაქტიკისთვის. თუ დაავადება უკვე ჩამოყალიბდა, მის მირთმევას არ გირჩევთ. შტოში უკუნაჩვენებია აგრეთვე მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის დაავადებების დროს.

კუჭის აშლილობისას - 2 სუფრის კოვზ შტოშს უნდა დავასხათ 2 ჭიქა ცხელი წყალი, წამოვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გავაგრილოთ, გავწუროთ და მივიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. ამ შესანიშნავი კენკრის ანტიბაქტერიული თვისებები არანაკლებ აღაფრთოვანებს სტომატოლოგებს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.