ფიტოთერაპია ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზად რომ არ გვექცეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზად რომ არ გვექცეს

გაციებისა თუ სხვა ტიპის ვირუსული ინფექციების, შინაგანი სნეულებების სამკურნალოდ. ამგვარი ნაყენებისა და ნახარშების გამოყენებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ მათ უვნებლობაში და სწორად გამოვთვალოთ დოზები. ბევრი მცენარე, რომლებიც უვნებლად მიგვაჩნია, რეგულარული გამოყენებისას შესაძლოა აშკარად გამოხატული გვერდითი მოვლენების წყაროდ იქცეს.

• საჭიროა, თვითმკურნალობამდე კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, დააზუსტოთ დიაგნოზი და გამორიცხოთ თანმხლები სიმპტომები. გასათვალისწინებელია მცენარის ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პრეპარატებთან და იმის დადგენა, რამდენად შესაძლებელია მათი ერთდროული გამოყენება.

• შეამოწმეთ, სერტიფიცირებულია თუ არა ფიტოპრეპარატები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. უმჯობესია, ისინი აფთიაქში შეიძინოთ.

• თვითნებურად ბალახების შეგროვება რეკომენდებული არ არის, რადგან მცენარეთა შემადგენლობა დამოკიდებულია ადგილის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და შეგროვების დროზე. ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილზე მოგროვილი მცენარე არათუ უვარგისია სამკურნალოდ, - შესაძლოა, მძიმე ინტოქსიკაციაც კი გამოიწვიოს. ანდეთ ეს საქმე პროფესიონალებს.

• განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ბავშვის მკურნალობისას - ფიტოთერაპიულმა პრეპარატმა პატარას ორგანიზმზე შესაძლოა მოზრდილისგან რადიკალურად განსხვავებულად იმოქმედოს, რადგან ფორმირებისა და აქტიური ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზმის ფერმენტული სისტემა სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

გაიგეთ რა დოზები უნდა გამოიყენოთ ბავშვებში, რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა, რომელი მცენარეების მიღება არ შეიძლება სხვადასხვა დაავადებების დროს და რომელ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო მცენარეებმა გვედითი მოვლენები. იხილეთ ეკა ჭავჭავაძის სტატია "ფიტოთერაპია უვნებელი რომ იყოს"