როგორ მოვამზადოთ მაყვლის ფოთლების ჩაის სუროგატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ მაყვლის ფოთლების ჩაის სუროგატი

B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს.

მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისათვის რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგაც გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.

მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – როგორც შემკვრელი.

ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც იყენებენ გაცივების დროს.

ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გაჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.

ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისაგან მომზადებული ფხვნილები.

ბულგარელი მედიკოსების ცნობით ფოთლების ნაყენს უფრო უკეთესი თვისება აქვს ვიდრე ნახარშს. მათივე მონაცემებით, მაყვლის გამომშრალი ფესვების ნახარში შესანიშნავი შემკვრელი საშუალებაა. ფესვების ნახარშის მოსამზადებლად 20 გრ გამომშრალი ფესვები 500 მლ წყალში ადუღეთ 2-3 წუთი.

ხალხურ მედიცინაში ასევე იყენებენ სამკურნალო მაყვლის ნაყოფისაგან დაყენებულ დამტკბარ გამთბარ ღვინოს გაცივების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ანგინის დროს.

ბულგარელები გვთავაზობენ შემდეგ რეცეპტებს: ორი სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ფესვებსაც ასეთივე სახით გამოიყენებენ, თუმც კი უმჯობესია შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 სთ (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, გააცივეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 150 მლ უზმოზე.

იხილეთ ვრცლად