ლეღვი ორგანიზმიდან დაგროვილ წიდას გამოდევნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეღვი ორგანიზმიდან დაგროვილ წიდას გამოდევნის

, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-საც კი მიაღწიოს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს.

ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის. ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

იხილეთ სასარგებლო რეცეპტები თინათინ გოცაძის სტატიაში "ლეღვი - სასარგებლო და სამკურნალო"

იხილეთ აგრეთვე "ლეღვის ჩირი - გემრიელი წამალი"