მწარე ნუში თმას ბზინვარებას ანიჭებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწარე ნუში თმას ბზინვარებას ანიჭებს

.

ნუშის ზეთს ორი სახეობის - ტკბილი და მწარე ნუშისგან ხდიან.

ის წარმოადგენს სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე უსუნო სითხეს. მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკო სტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის.

გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად.

მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.

ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ნუში ნაოჭებისა და ცელულიტის სამკურნალოდ"