როგორ მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი კენკრის ძმარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი კენკრის ძმარი

. ასეთ ძმარს მაღაზიაში ვერ შეიძენთ, ამიტომ მისი მომზადება დამოუკიდებლად მოგიწევთ. მთავარია, სწორად აირჩიოთ კენკრა - მის ყოველ სახეობას ხომ განუმეორებელი თვისებები აქვს:

• შავი მოცხარის ძმარი პოლივიტამინური პროდუქტია, ახასიათებს ღვინის ძმრის მსგავსი ზოგადგანმაჯანსაღებელი მოქმედება. ხელს უწყობს ორგანიზმიდან პურინული ნივთიერებების გამოყოფას, ამიტომ გამოიყენება რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ.

• მაყვლისა და ჟოლოს ძმარი უხდება გაციებას, მაღალ ტემპერატურასა და თავის ტკივილს.

• ალუბლის ძმარი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის ნერვულ აღგზნებას.

• მარწყვის ძმარი სასარგებლოა გულისთვის, შლის თირკმლის კენჭებს და ხელს უშლის ახლების ჩამოყალიბებას.

• წითელი მოცხარის ძმარი სიცხის დამწევი და მარილების გამომტანია.

• ქაცვის ძმარი ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს.

• მოცვის ჩაი აუმჯობესებს მხედველობას.

• შტოშის ძმარს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციობისთვის.

• წითელი მოცვის ძმარს ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.

• ძმრების მომზადება ნებისმიერ დიასახლისს ძალუძს.

თქვენ მიერ შერჩეული ხილის ახალგამოწურული წვენი ჩაასხით მინის ქილაში, ჩადეთ შიგ ჩვეულებრივ ძმარში დასველებული შავი პურის ნატეხი, ქილას დოლბანდით მოუკარით პირი და დადგით სითბოში 3-4 კვირით. ამის შემდეგ მზა ძმარი ჩაასხით ბოთლში და თავი დაუცეთ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ძმარი - და მისი სასარგებლო თვისებები"