სიმინდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმინდი

სიმინდისგან იღებენ ფქვილს, ბურღულს, სილოსს, ხოლო ჩანასახისგან - საჭმელ ზეთს. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, ეთერზეთს, ქლოროფილს, K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ტაროს მარცვლებს აცლიან რძისებრი სიმწიფის პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბერში. სიმინდის ნედლი ულვაში ოქროსფერი ყვავილია, რომელიც 20 სმ-მდე სიგრძისაა და დახლართულ ძაფებს ჰგავს. გაშრობის შემდეგ ყვითლდება. მას შლიან თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში ან სხვენზე. მშრალ ადგილას ხუთ-ექვს თვემდე ინახება, მერე კი უვარგისი ხდება. შეიცავს C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა. სიმინდის ღეროსა და ფოჩის პრეპარატებს იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე - სისხლდენების დროს. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა, იმატებს პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი. ძველად სიმინდისგან ხარშავდნენ ჰასოს - “ჰასოი არაბულად იმას ჰქვიან, რომელ თხელად ფქვილი მოჰკიდოს წყალსა”. ჰასო დიეტურ საკვებად მიიჩნეოდა და ავადმყოფს აჭმევდნენ თირკმლის დაავადებების დროს, სავარაუდოდ, შარდმდენი თვისებების გამო. ჩინური მედიცინის მიხედვით, სიმინდი “ხსნის კუჭს” - აძლიერებს პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას, რაც ხელს უშლის ყაბზობის ჩამოყალიბებას. სიმინდის კერძები სასარგებლოა კანის სიმშრალის დროს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს ნერწყვდენას. ჩინელები სიმინდის სახამებლისაგან ამზადებენ საგოს, რომელიც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით. საგო დიეტურ საკვებად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ქართულ კულინარიაში მას ღომი ცვლის. სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი უხვად შეიცავს E ვიტამინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ. სიმინდის ზეთს ხდიან მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისგან - მარცვლის ყველაზე “ცოცხალი” ნაწილისგან. ეს არის ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, საუზმისა და სამხრის წინ, 1 თვის განმავლობაში. ის იცავს ორგანიზმს ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან და სხვა. ის ათეროსკლროზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა; თუ დღეში 75 გრამამდე მივიღებთ, დაიწევს სისხლში ქოლესტერინის დონე. სიმინდი გემრიელი საკვებია. ტაროს ხარშავენ ან წვავენ. ფქვილისგან ამზადებენ ფაფას და კვერებს - ღომს და მჭადს, გამხმარი მარცვლებისგან - ბატიბუტს, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. სიმინდის ფქვილისა და ყურძნის წვენისგან მზადდება უგემრიელესი ფელამუში. სიმინდის მოხარშული მარცვლებით სალათებს კაზმავენ. სიმინდის ფქვილს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. სიმინდის ფქვილის აბაზანა არბილებს გაუხეშებულ კანს, აცხრობს ანთებით კერებს, ხსნის ქავილს. სიმინდის ფქვილის ნიღაბი არაჩვეულებრივად წმენდს სახის კანს, ასუფთავებს ფორებს, არბილებს და სინაზეს ანიჭებს მას. ევროპაში სიმინდისგან სასმელებსაც ამზადებენ, მაგალითად, ლუდს, ვისკის. ტრადიციული ირლანდიური ვისკი დადუღებული ან დაუდუღარი ქერის ალაოსგან მზადდება, თუმცა არსებობს სახეობები, რომელთა წარმოებაში სიმინდსაც იყენებენ.