ასკილი - ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასკილი - ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატი

. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, მაშინ მასში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას 2 წელიწადს მაინც არ დაკარგავს.

ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე _ ლიმონში და 100-ჯერ უფრო მეტია _ ვიდრე ვაშლში. ჩ ვიტამინის დაგროვება მცენარის ნაყოფში სხვადასხვაგვარად ხდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იზრდება ის. განათებულ ადგილებში გაზრდილი ასკილი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ვიდრე დაჩრდილულ ადგილებში გავრცელებული.

ასკილი C ვიტამინის გარდა უხვად შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს (40 მგ%-მდე). ამიტომაც მისი ნაყენი, ნახარში და სიროფი (ვაჟინი), უპირველეს ყოვლისა, ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალო და პროფილაქტიკური უნიკალური საშუალებაა.

ნაყენისა და ნახარშის მომზადება ყველამ კარგად იცის, თუმცა შეგახსენებთ, რომ ორივე სითხეს მიღების წინ აუცილებლად შეურიეთ თაფლი და ლიმნის წვენი (ერთ ჭიქა ასკილის ნაყენზე ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმნის წვენი). მიღებული ნარევი უნივერსალური წამალია არა მხოლოდ ჰიპოვიტამინოზის, არამედ გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. სასარგებლოა ის ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროსაც, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ, აგრეთვე ღვიძლის, თირკმელებისა და ნერვული დაავადებების დროს.

სამკურნალო რეცეპტები

 იმუნური სისტემის მოძლიერებისა და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვის მიზნით რეკომენდებულია ასკილის ნახარშის მიღება. ამისათვის ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი საფქვავში უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და შემდეგ გადაწუროთ. ამ წესით მომზადებული ნახარში დღეში 3-4-ჯერ უნდა მიირთვათ 1/4-1/2 ჭიქის მოცულობით.

 ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 12 საათის განმავლობაში აყოვნებენ თერმოსში. ამის შემდეგ გადაწურავენ და დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქის მოცულობით მიირთმევენ.

 ასკილის ყვავილის ფურცლებს ღეჭავენ ან მურაბის სახით მიირთმევენ გულის კუნთის გასამაგრებლად, აგრეთვე არითმიების დროს.

 ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია ასკილის ახლადდაკრეფილი (არაგამომშრალი) ნაყოფის დიდი რაოდენობით მიღება, ან კიდევ ნაყენის დღეში 2-3-ჯერ დალევა 1/4-1/2 ჭიქის მოცულობით.

ავტორი თინათინ გოცაძე