ქინძი და ქონდარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქინძი და ქონდარი

ქინძს უმთავრესად საკაზმ-სანელებლად იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში. ფართო გამოყენება აქვს პარფიუმერიაში ქინძის ეთერზეთებს. ქინძის მომწიფებული ნაყოფი საოცრად გემრიელი და არომატულია. ის მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი კომპონენტები ლინალოოლი (60-80%) და ტერპენებია. ნაყოფი შეიცავს აგრეთვე ცხიმებსა და ცილებს. მცენარის ღეროსა და ფოთლებში შემავალი ეთერზეთები უმთავრესად ალდეჰიდებისგან შედგება. ქინძის ეთერზეთებს ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური (მიკრობების მომსპობი), მადის მომგვრელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას (გამომყოფ ფუნქციას). ქინძის პრეპარატებს იყენებენ როგორც საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ და ნაღველმდენ საშუალებებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, აგრეთვე მეტეორიზმის დროს. როგორც ამოსახველებელი საშუალებები, ეფექტიანია ფილტვისა და, საზოგადოდ, სასუნთქი სისტემის დაავადებების დროსაც. ქინძის ნაყენი როგორც გარეგანი საშუალება ფართოდ გამოიყენება ჭრილობათა მოსაშუშებლად და შესახორცებლად. ქინძს, როგორც არომატიზატორს (არომატისა და გემოს გასაუმჯობესებელ დანამატს), იყენებენ სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში. ქინძი შედის სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში. ინდურ მედიცინაში მას საპატიო ადგილი უკავია როგორც შარდმდენ, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო და მასტიმულირებელ საშუალებას. ძველ რომსა და საბერძნეთში ქინძით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან და ანთებით პათოლოგიებს მკურნალობდნენ. ხალხურ მედიცინაში ის ჭიების საწინააღმდეგო საშუალებადაც გამოიყენება. ქინძის დაშაქრული ნაყოფი კარგია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ჩასახშობად. ახალი ხორცი ზაფხულში უკეთ შეინახება, თუ ქინძის დანაყილი თესლით გაჯერებული ძმრით დანამავთ.

ქონდარი

ქონდრის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ რეგიონები მიიჩნევა. ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში მისი 30-მდე სახეობა ხარობს. ეს მცენარე ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და რომში. ევროპაში ის IX საუკუნეში ბერებმა შემოიტანეს. საქართველოში ველური ქონდარი იზრდება მშრალ და კირქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირას. ბაღის ქონდარს იყენებენ კერძების საკაზმად, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ჩვენში კულტივირებულია ტყის ქონდარიც. ამ უკანასკნელს ლიქიორისა და კონიაკის წარმოებაში იყენებენ არომატისთვის. არსებობს გარეული ქონდარი - ონჭო - და მთის ქონდარი, რომლებსაც დეკორატიულ მცენარეებად აშენებენ. ქონდარი მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი კომპონენტებია კარვაკროლი, ციმოლი, ბორნეოლი, ცინეოლი, პინენი და სხვა ტერპენები. გარდა ამისა, ქონდარი მდიდარია ფისითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. ქონდარს გამორჩეული და მეტად მძაფრი არომატი აქვს. კულინარიაში იყენებენ როგორც ახალდაკრეფილ (ნორჩ), ისე გამომშრალ ფოთლებსა და ღეროებს. მედიცინაში ქონდარს სხვა მცენარეებთან ერთად იყენებენ მეტეორიზმის, დიარეის (ფაღარათის), კუჭ-ნაწლავის სპაზმების, ჭიების საწინააღმდეგოდ. სასარგებლოა დიაბეტის, სანაღვლე გზების პათოლოგიების დროსაც.