სალბი - "წმინდა მკურნალი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სალბი - "წმინდა მკურნალი"

სალბის ფოთლების ნაყენი გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, მას სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი თვისებებიც აქვს. ნაყენს ივლებენ სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ზედა სასუნთქი გზების კატარის, ხახის ანთების (ანგინა) დროს. გინეკოლოგიური დაავადებების დროს მას შესასხურებლად უნიშნავენ პაციენტებს. სასარგებლოა კლიმაქტერიულ პერიოდში. მეძუძურ დედებთან ამცირებს ლაქტაციას (რძის გამოყოფას). ეფექტიანია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთება), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (მუცლის შებერვა აირების დაგროვების გამო), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. სასუნთქი გზების ანთების დროს სალბის ეთერზეთებით ინჰალაციებია რეკომენდებული. ამისთვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ.

სალბი სხვადასხვა ქვეყნის მედიცინაში

ბულგარეთში სალბის ფოთლებს ოფლის გამოყოფის შემაფერხებელ საშუალებად იყენებენ. მისი გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა ფილტვების ტუბერკულოზის თანმხლები ღამის ოფლდენა. სალბის ამ თვისებას ექიმები უხსოვარი დროიდან იცნობენ. მცენარის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე კომპონენტის წყალობით ოფლის გამოყოფა ზოგჯერ მთელი დღით წყდება. პოლონეთში სალბს გარეგანად იყენებენ თმის ცვენისას. ფართოდ გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის განსამტკიცებლადაც, ხელების კანკალისა და ღამის ალების საწინააღმდეგოდ. კანკალის დროს პაციენტებს სალბის ნაყენის არა მხოლოდ შინაგან მიღებას, არამედ მის აბაზანებსაც უნიშნავენ. ღეროების გარეშე გამხმარი მწვანე ფოთლები სასარგებლოა მეხსიერების დაქვეითებისა და წყალმანკის დროს. ავსტრიაში სალბი, გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეცნიერთა კვლევის ობიექტიც არის. ავსტრიელმა მკვლევრებმა მრავალ სხვა ნივთიერებასთან ერთად ამ მცენარეში PP-ფაქტორი, B ჯგუფის ვიტამინები და ესტროგენის (ქალის საქესო ჰორმონის) ანალოგიური მოქმედების ნივთიერებაც აღმოაჩინეს. ინდური მედიცინა სალბს მატონიზებელ საშუალებად იყენებს. ის საუკეთესო წამალია ხანდაზმულთათვის - ცალკეულ ორგანოებთან ერთად ნერვულ სისტემაზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს და განამტკიცებს ჯანმრთელობას. სალბით რეკომენდებულია შემდეგი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსის ჩატარება: აიღეთ 3 სადილის კოვზი სალბი, 800 გრამი არაყი, 400 გრამი წყალი, 40 დღით დააყენეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში, ამ ხნის შემდეგ კი ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ 1 სადილის კოვზი, წყლით განზავებული. ეს კურსი, გარდა იმისა, რომ გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას (მას ზოგადად ნერვული სისტემის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს), სიცოცხლესაც გაგიხანგრძლივებთ. არ შეიძლება სალბის დიდი რაოდენობით და დიდხანს გამოყენება - გარდა ლორწოვანი გარსების გაღიზიანებისა, შესაძლოა მოწამვლაც გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შენახვიდან ერთი წლის შემდეგ სალბი სასარგებლო თვისებებს კარგავს.