ვარდი, სილამაზე და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარდი, სილამაზე და ჯანმრთელობა

კოსმეტიკაში იყენებენ ვარდის ფურცლებისგან გამოხდილ ზეთს. 1 ლ ვარდის ზეთის მისაღებად 3000-დან 5000 კილოგრამამდე ვარდის ფურცელია საჭირო! თუ ბაღში ახარებთ ვარდებს და მავნებლებისგან დასაცავად შხამ-ქიმკატებს არ ასხურებთ, შეაგროვეთ ფურცლები, 1 მუჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, ნაყენი ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. არაფერია სიცხეში ასეთი ყინულით სახის გაგრილებაზე სასიამოვნო. მას აქვს შესანიშნავი მატონიზებელი ეფექტი, ავიწროებს ფორებს, ამკვრივებს და აჯანსაღებს კანს. ფიტოკოსმეტიკის მრავალ რეცეპტში ფიგურირებს ვარდის წყალი. მისი მომზადება შინაც შეიძლება. შუშის ჭურჭელში მჭიდროდ ჩატკეპნეთ ვარდის ფურცლები, დაასხით სპირტი და დაუცეთ თავი. დადგით 2 კვირით გრილ და ბნელ ადგილას, შემდეგ ნაყენი გადმოასხით და დარჩენილი ფურცლები გამოწურეთ. ვარდის წყლის გამოყენება შეიძლება თბილ წყალში მისი გაზავების შემდეგ, თანაფარდობით 1:2.

ვარდის აბაზანა

ისტორიკოსებს თუ ვენდობით, კლეოპატრას განსაკუთრებით ჰყვარებია ვარდის ფურცლებში ძილი. გარდა ამისა, ვარდის ფურცლებს თურმე ყოველთვის ამატებდა თავის საყვარელ ვირის რძით სავსე აბაზანას. ჩვენს დროში ვირის რძის მოპოვება არცთუ იოლია, ამიტომ მოგვიწევს, ჩვეულებრივ ნაღებს დავჯერდეთ.

  • აურიეთ ერთმანეთში 10 წვეთი ვარდის ზეთი (იყიდება აფთიაქებში) და 3 სუფრის კოვზი ცხიმიანი ნაღები. ჩაასხით აბაზანაში (წყლის ტემპერატურა დაახლოებით 36 გრადუსი უნდა იყოს) და ჩაწექით. ნაღები კვებავს კანს, ვარდის ზეთი კი ატენიანებს. ასეთი პროცედურა ძალიან სასარგებლოა მზის აბაზანებისა და სოლარიუმის სეანსების შემდეგ. ის აახალგაზრდავებს კანს, უბრუნებს მას სიმკვრივესა და ელასტიკურობას, აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს ფერს. გარდა ამისა, ვარდი დაგეხმარებათ ნერვული დაძაბულობის მოხსნაში, მეტეომგრძნობელობის დაძლევაში, დაგიცხრობთ თავის ტკივილს შაკიკის შეტევის დროს.
  • 3 სუფრის კოვზ ვარდის ფურცელს დაასხით 1 ფინჯანი ანადუღარი ცხელი (და არა მდუღარე) წყალი. დააყენეთ 8 წუთის განმავლობაში. სვით ეს არომატული სასმელი მცირე ულუფებით.