რატომ გვირჩევს ხალხური მედიცინა ძახველის გამოყენებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვირჩევს ხალხური მედიცინა ძახველის გამოყენებას

ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.

ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება აგრეთვე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.

დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში. ასეთი ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.

ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება. ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.

ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.

ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.

ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს. ძახველის წვენი გამოიყენება აგრეთვე საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).

მკითხველის (გიორგი თუშიშვილი) წერილი:

დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვებრძვი დაავადებას, რომელიც, როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ეს არის ჰიპერტონია. მას შემდეგ, რაც 45 წლის გავხდი, მაღალი წნევა თავს აღარ მანებებს. დავიწყე იმ ხალხური რეცეპტების შეგროვება, რომლებიც ჰიპერტონიას შეეხებოდა და მგონი, უკვე ყველა რეცეპტი ვიცი, რაც კი საქართველოში გამოქვეყნებულა. ჰიპერტონიის სამკურნალოდ ჩვენს ხალხურ მედიცინას უამრავი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მოეპოვება. ერთ-ერთი მათგანია ძახველი. მას მეც ეფექტურად ვიყენებ, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ჰიპერტონიას სხვადასხვანაირად უნდა ვუმკურნალოთ. მაგალითად, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ ძახველის სიროფის სმას (სიროფს ასე ვამზადებ: ძახველს ვხეხავ და ვამატებ იმავე ოდენობის შაქარს). ძახველის სიროფი ძალიან გემრიელია. თუ შაქრის მიღება არ გსურთ, ძახველმა პირი რომ არ გაგიმწაროთ, უნდა მოყინოთ და ისე მიირთვათ.

შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს: ერთ სუფრის კოვზ მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით დღეში სამჯერ. ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.

ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150-ზე ზემოთ ერთხელაც არ ამწევია, რაც ჩემი ასაკისთვის - 57 წლის გახლავართ - თითქმის დაუჯერებელია.