ბერგამოტის არომატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბერგამოტის არომატი

ბევრმა არც იცის, რომ ბერგამოტი ლიმონისა და მწარე ფორთოხლის (პომერანცის - ერთ-ერთი მარადმწვანე ჯიშის) შეჯვარებით მიღებული მარადმწვანე ციტრუსია. ბერგამოტის მოშენება-გახარება და გაყიდვა იტალიურ ქალაქ ბერგამოში დაიწყეს. აქედან მომდინარეობს მცენარის სახელწოდებაც. თუმცა ბერგამოტის სამშობლო რეალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც პლანტაციების უმრავლესობა დღემდე იტალიელებს ეკუთვნით. კალაბრიის პროვინციაში ამ მცენარის ნარგავებს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია. სწორედ აქ ხდება ნამდვილი ბერგამოტის კულტივირება, რადგან აქ არის ამ ციტრუსოვანი მცენარის ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნიადაგი. ბერგამოტი ფართოდაა გავრცელებული ბრაზილიაში, არგენტინასა და ამერიკაში, ჯორჯიის შტატში. მას შეხვდებით აგრეთვე ჩინეთსა და ინდოეთში, კავკასიის შავიზღვისპირეთის ნოტიო სუბტროპიკებში. ბერგამოტის ნაყოფს მსხლისებრი ან სფეროსებრი ფორმა და სასიამოვნო მომჟავო გემო აქვს. ქერქი მდიდარია ეთერზეთებით, რომლებიც განსაკუთრებით ფასობს პარფიუმერულ წარმოებასა და კულინარიაში, გამოიყენება არომათერაპიისთვის და ნატურალური კოსმეტიკის დასამზადებლად. ბერგამოტი ეწოდება იტალიაში გავრცელებულ მსხლის ერთ-ერთ ჯიშსაც. ძველად ბერგამოტის ეთერზეთს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ჩასახშობად და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებდნენ. ის გახლდათ ძირითადი კომპონენტი მსოფლიოში პირველი ოდეკოლონისა, რომელიც 1676 წელს შეიქმნა.

ბერგამოტის გამოყენება

ბერგამოტის ეთერზეთებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპულ სამზარეულოში. მათ ამატებენ ნაყენებს, ლიქიორებს, ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის კერძებს, სხვადასხვა ჩაროზს. ტკბილეულისთვის დასამატებლად ბერგამოტის ეთერზეთებს ცხიმიან ან შაქრიან საფუძველს უერთებენ. ცხიმიან საფუძვლად იყენებენ კარაქს, კვერცხის გულს ან გამდნარ შოკოლადს, შაქრიან საფუძველს კი თაფლი ან სიროფი ქმნის. საბერძნეთში განსაკუთრებით პოპულარულია ბერგამოტის ქერქის მურაბა, ევროპასა და რუსეთში კი - ბერგამოტიანი ჩაი, რადგან ის განსაკუთრებული ენერგიითა და მხნეობით ავსებს ადამიანს.

ბერგამოტისა და მისი ეთერზეთის სასარგებლო თვისებები

ბერგამოტის ეთერზეთი გამოიყენება სამკურნალო და საპროფილაქტიკო მიზნით. ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა: ზრდის შრომისუნარიანობას, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, გამოიყენება ანგინისა და დეპრესიის სამკურნალოდ, მადის გაძლიერების მიზნით. ბერგამოტის ეთერზეთის გამოყენება რეკომენდებულია ცხიმიანი კანის მქონე პირებისათვის, რადგან არეგულირებს ქონის ჯირკვლების ფუნქციას, ავიწროებს ფორებს და ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

უკუჩვენებები

ბერგამოტის ნაყოფი შეიცავს ფუროკუმარინებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის გაძლიერებულ პიგმენტაციას. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მგრძნობიარე კანის პატრონებმა. ბერგამოტის ნაყოფისა და მისი ეთერზეთის ჭარბი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით - მზიან ამინდში, შესაძლოა დამწვრობაც კი მიიღონ.