რა ზომები მივიღოთ გაციების პირველი ნიშნებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ზომები მივიღოთ გაციების პირველი ნიშნებისას

რეცეპტი 1. გაციების საწყის სტადიაზე გირჩევთ მიირთვათ ჟოლოსა და სალბის ნახარში. მის მოსამზადებლად აიღეთ 3 სადილის კოვზი გამხმარი (გამომშრალი) ჟოლოს ნაყოფი, 5 ჩაის კოვზი სალბი (შეგიძლიათ დაამატოთ ერთი კოვზი აბზინდაც), დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ და დაამატეთ ორი სადილის კოვზი თაფლი. გაციების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ნახარში ყლუპ-ყლუპად მიირთვით, აუცილებლად ცხელი სახით.

რეცეპტი 2. გაციების საწინააღმდეგოდ მეტად ეფექტური საშუალებაა ჯანჯაფილის (იგივე კოჭას) ფესვის ნახარში თაფლთან ერთად. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ჯანჯაფილის ფესვი, წვრილ სახეხზე გახეხეთ და გაწურეთ. უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა წვენი. მოათავსეთ მცირე ზომის ქვაბში, დაამატეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიღებული ნახარში (3 სადილის კოვზის მოცულობით) დაამატეთ ჩაის ნაყენს და ისე მიირთვით დღეში 3-ჯერ.

რეცეპტი 3. აიღეთ 2 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ცაცხვის ყვავილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 7 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. შეგრილებისთანავე დაამატეთ თაფლი გემოვნებით. მიირთვით ნახევარი ჭიქა ყოველ 2-3 საათში თბილი სახით.

თინათინ გოცაძე