ალოე ხალხური მედიცინის რეცეპტებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალოე ხალხური მედიცინის რეცეპტებში

ალოესთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ფანჯარაა. ბუნებაში ალოეს სიმაღლემ შეიძლება 20 მეტრამდე მიაღწიოს.

ალოეს იყენებდნენ ჭრილობების, დამწვრობისა და სიმსივნის სამკურნალოდ.

ხალხური მედიცინაში ალოე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება. ამ მიზნით რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტი: 1,5 ლიტრი ალოეს წვენი (ალოეს ტოტების მოჭრამდე 2 კვირის განმავლობაში მცენარე არ უნადა მოვრწყათ), 1,25 კგ მაისის თაფლი და 3,5 ლიტრი წითელი ღვინო. ნარევი მოათავსეთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში, გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას. მიიღება ხანგრძლივად 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს პროპორცია არის ერთი სრული კურსის სამყოფი დოზა.

ალოეს ახლად გამოწურულ წვენს სვამენ ნევრალგიის, რადიკულიტის, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. წამალს გასაგემრიელებლად უმატებენ შაქარს, ღვინოსა და თაფლს.

სურდოს დროს ალოეს წვენს იწვეთებენ 3-3 წვეთს თითოეულ ნესტოში;

კანმა დიდ ხანს რომ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე, ყოველდღე, ძილის წინ, გაიწმინდეთ სახე ალოეს ფოთლით;

ალოესგან შეიძლება ასეთი ნიღბის მომზადება: 5-10 გრამი ლანოლინის კრემს დაუმატეთ 5-7 გრამი ალოეს წვენი და 5-10 გრამი ზეთი. კარგად აურიეთ და თბილი ნიღაბი წაისვით სველ კანზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით;

ალოეს შეუძლია ჭრილობის შეხორცება. ალოეს სქელი ტოტი გაჭერით, გამოწურეთ ჟელესმაგვარი წვენი, წაისვით მტკივნეულ ადგილზე. ტკივილი ჩაწყნარდება, ხოლო ჭრილობა შეხორცდება ერთ ღამეში.

ლალი ჩხიკვაძე

ალოე

როგორ მოვამზადოთ ალოესგან სამკურნალო საშუალებები

ალოე საოცარი მკურნალი

ალოეს წვენი თმის ცვენას შეგიჩერებთ