ცხენისწაბლა თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ცხენისწაბლა თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ
ცხენისწაბლა თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ
მედიცინაში ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისთვის. მისგან დამზადებული პრეპარატები სისხლის შედედების უნარს აქვეითებენ, ამაგრებენ ვენებისა და კაპილარების კედლებს, ხელს უწყობენ წარმოქმნილი თრომბების გაწოვას.
ამასთან, მათში არსებული საპონინები სისხლის წნევას დაბლა სწევენ. ცხენისწაბლას ნაყენით ან მისი ექსტრაქტით თრომბოფლებიტის მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს. ასევე კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროფიკული წყლულების მკურნალობის დროს. აფთიაქებში მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.
ხალხურ მედიცინაში
ვენების გაგანიერების და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისაგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს.
ნაყენის მოსამზადებლად
50 გრ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
2010 წელს - La Vie en Rose შეუერთდა მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებს, რომლებსაც შეეხო ეს პრობლემა.
არტერიული ჰიპერტენზია საშიშია სწორედ თანმხლებ გართულებათა გამო, რომლებიც არცთუ იშვიათად ფატალურია.
ბაბუაწვერა (იგივე ბურბუშელა) ღვიძლისთვის მეტად სასარგებლო და საზოგადოდ მეტად უსაფრთხო მცენარეა.
მოგეხსენებათ, ძველი ბერძნებისა და რომაელებისათვის დაფნის ფოთოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს,
იტალიელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პიტნის ნაყენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კოგნიტიურ
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი