მწვანე ჩაი ქრონიკულ მწველებშიც კი ფილტვის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაი ქრონიკულ მწველებშიც კი ფილტვის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში მწვანე ჩაი ანტისიმსივნურ მოქმედებას ავლენს. ტაივანში ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს საოცარი სასმელი ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ქრონიკულ მწველებშიც კი საგრძნობლად აქვეითებს.

გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო ფილტვის კიბოთი დაავადებულმა 170 პაციენტმა, საკონტროლო ჯგუფს კი 340 მოხალისე შეადგენდა. გამოსაკვლევი პირების ანამნეზის, დემოგრაფიული მონაცემების, მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების, კვების ფაქტორის და სხვა დეტალების ანალიზის პარალელურად სპეციალისტებმა მოახდინეს მათი გენოტიპირება, ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორებზე - პოლიმორფიზმებზე დაყრდნობით :/ GF1,/GF2,/ GFBP3, რომლებიც როგორც ცნობილია, კიბოს აღმოცენების რისკთან მჭიდრო კავშირშია. აღმოჩნდა, რომ მწეველებსა და არამწველებს შორის, რომლებიც არ სვამდნენ მწვანე ჩაის, დაავადების აღმოცენების რისკი 5,16-ჯერ უფრო მომატებული იყო მათთან შედარებით, ვინც დღეში მინიმუმ ერთ ჭიქა მწვანე ჩაის მაინც მიირთმევდა. მწეველთა შორის, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევდნენ მწვანე ჩაის, ეს რისკი 12,71-ჯერ უფრო გაზრდილი იყო, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მოწევასთან ერთად მწვანე ჩაის მოყვარულებიც იყვნენ.

ამ და სხვა გამოკვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მწვანე ჩაი ქრონიკულ მწველებშიც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ასე რომ, რეგულარულად სვით მწვანე ჩაი!

თინათინ გოცაძე

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის საიდუმლოებანი

მწვანე ჩაი პროსტატის კიბოსგან დაგიცავთ

მწვანე ჩაი აივ-ინფექციის წინააღმდეგ

მწვანე ჩაი რევმატოიდული ართრიტის დროს ეფექტური აღმოჩნდა

მწვანე ჩაიმ თირკმელები და ღვიძლი რომ არ დაგიზიანოთ