ასფურცელა ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასფურცელა ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა

კუჭის წყლულოვანი პათოლოგიისა და ასკარიდოზის დროს.

მეცნიერებმა ამ მცენარის სამკურნალო თვისებები ბოლო პერიოდში ოფიციალურად დაადასტურეს. როგორც АМИ-ТАСС-ი იუწყება, ექსპერტებს აინტერესებდათ ასფურცელას გავლენა ჰერპესის ვირუსზე. დე ოვიედოს უნივერსიტეტის ესპანელმა ბიოლოგებმა გრინვიჩის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილ ინგლისელ კოლეგებთან ერთად გააანალიზეს ასფურცელას ნატურალური ექსტრაქტები (გამონაწვლილები). აღმოჩნდა, რომ მათში არის ანტივირუსული (ვირუსის საწინააღმდეგო) აქტივობის კომპონენტები. როგორც გაირკვა, ასფურცელა შეიცავს მჟავას 3,5-dicaffeoylquinic  (3,5-DCQA) და ნივთიერება აქსილარინს. სწორედ ეს ნარევი ახდენს ჰერპესის ვირუსზე მომაკვდინებელ გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული ტესტებით საბოლოოდ დადასტურდა მცენარის ანტივირუსული მოქმედება, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ჰერპესზე ასფურცელას ზემოქმედების ზუსტი მოლეკულური მექანიზმის იდენტიფიცირება. თუმცა მკვლევარები მაინც მოგვიწოდებენ ასფურცელას ექსტრაქტის მედიცინაში ფართოდ დანერგვისაკენ.

თინათინ გოცაძე

ასფურცელა ჭიების დასაყრელად და სახსრების სამკურნალოდ

რა ახორცებს სწრაფად კუჭის წყლულს

ასფურცელა - Tanacetum vulgare - Пижма обыкновенная