ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, შესაძლოა, სიმსივნის საპროფილაქტიკო საშუალება აღმოჩნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, შესაძლოა, სიმსივნის საპროფილაქტიკო საშუალება აღმოჩნდეს

მცენარეული ექსტრაქტების (გამონაწვლილების) შემადგენლობაში შემავალი გარკვეული ქიმიური შენაერთები ახალგაზრდობას და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. სპეციალისტებმა ექსტრაქტებიდან ე.წ. ასაკის საწინააღმდეგო მოლეკულების 6 ჯგუფი გამოყვეს.

თურმე, დაბერების პროცესს განსაკუთრებულად აფერხებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ზრდის ტირიფის ქერქის ექსტრაქტი (გამონაწვლილი). საყურადღებოა, რომ ტირიფის ქერქს ფართოდ იყენებდნენ ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს. კერძოდ, იმ პერიოდში ადამიანები აღნიშნული მცენარით ტკივილსა და ცხელებას ებრძოდნენ.

სპეციალისტებმა საფუარებზე 10000 მეტი ცდა ჩაატარეს. როგორც მკვლევარები იუწყებიან, დაბერების პროცესი (უჯრედულ დონეზე მიმდინარე) ადამიანებთან და საფუარებთან მსგავსია. ტირიფის ქერქის ექსტრაქტი საფუარების სიცოცხლის საშუალო და მაქსიმალურ ხანგრძლივობას, შესაბამისად, 475 და 369 %-ით ზრდიდა. ის გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე რაპამიცინი და მეტფორმინი - გაახალგაზრდავების ეფექტის მქონე ცნობილი პრეპარატები.

მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტირიფის ქერქი არა მხოლოდ დაბერების პროცესს აფერხებს, არამედ შესაძლოა ბევრი დაავადების, მათ შორის სიმსივნის საპროფილაქტიკო საშუალებაც აღმოჩნდეს.

თინათინ გოცაძე

ტირიფის აბაზანები ვარიკოზის, რევმატიზმისა და ართრიტის სამკურნალოდ