როგორ დავიწიოთ პროთრომბინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიწიოთ პროთრომბინი

აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვერმონტის დიეტა, ისევე, როგორც ევროპაში - ხმელთაშუა ზღვის დიეტა. საქმე ის არის, რომ ვერმონტის შტატის მკვიდრნი გასაოცარი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით გამოირჩევიან. მკვლევარები კარგა ხანია დაინტერესდნენ ამ ფაქტით და გაარკვიეს, რომ ამის მიზეზი ვაშლის ძმრის სისტემატური გამოყენება ყოფილა. ამ სითხეს  ვერმონტში თურმე სიცოცხლის კოქტეილსაც უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ - ის მდიდარია 30-მდე მნიშვნელოვანი ნივთიერებით, ვიტამინებით, ენზიმებით, პექტინებით, რომლებიც გულის კუნთს იცავს. მეტად გავრცელებულია გამაჯანსაღებელი ეფექტის მქონე ასეთი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ თაფლში შერეული ამავე ოდენობის ვაშლის ძმარი. ეს ნარევი რეკომენდებულია ზრდასრულთათვის. ბავშვებმა, უმჯობესია, თაფლი ძმრის გარეშე მიიღონ. სამაგიეროდ, თბილ წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი პატარებისთვის უებარი სავლებია ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს.

ცოტა რამ პროთრომბინზე

პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა. სწორედ ფიბრინის კოლტი აცობს დაზიანებულ სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის დენას. თრომბინად გარდაქმნის პროცესში პროთრომბინის მოლეკულა კარგავს ნახშირწყლების 3/4-ს და თითქმის ორჯერ პატარავდება. პროთრომბინი, ისევე როგორც სისხლის შედედების სხვა (VII, IX, X) ფაქტორები, ღვიძლში წარმოიქმნება და  K ვიტამინის მეშვეობით რეგულირდება. ამ ფაქტორების შემცირება დასაბამს აძლევს სისხლდენას, რაც ღვიძლის მძიმე დაავადებათა დროს ვლინდება. მიზეზი შეიძლება იყოს K ვიტამინის ნაკლებობა ან მისი შეწოვის დარღვევა (მაგალითად, დისბაქტერიოზის, ბავშვთა ადრეული ჰემორაგიისა და სხვა პათოლოგიების დროს). ვარაუდობენ, რომ K ვიტამინის ნაკლებობა იწვევს პროთრომბინის ანომალიური (სახეცვლილი, არანორმალური) მოლეკულების სინთეზს (წარმოქმნას), რომლებიც თრომბინად ვეღარ გარდაიქმნება.

პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის. პროთრომბინის მომატებას ხელს უწყობს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება (ე. წ. სისხლის გასქელება), ზოგიერთი მედიკამენტის (გლუკოკორტიკოსტეროიდების, ორალური კონტრაცეპტივების, ანტიჰისტამინური პრეპარატების და სხვა) მიღება, ასევე - გენეტიკური განწყობა (პროთრომბინის გენის მუტაცია, რის შედეგადაც იმატებს პროთრომბინის სინთეზი და სისხლში მისი კონცენტრაცია). სამედიცინო პრაქტიკაში სისხლის შედედების სისტემის დახასიათება-შეფასებისთვის მიმართავენ პროთრომბინის დონის, ე. წ. პროთრომბინული ინდექსის განსაზღვრას. პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:

  • დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად, კიტრი);
  • წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) - დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);
  • შტოშის ნაყენი - ის ასპირინზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედედების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);
  • ნიახურის წვენი - მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
  • უმი ხახვი და ნიორი;
  • ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);
  • პომიდორი, განსაკუთრებით - თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
  • იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
  • ყვითელი ძიძოს ნაყენი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას. მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20-25 წუთს აჩერებენ და დღეში 3-ჯერ 1/3-1/2 ჭიქას სვამენ.
  • კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) - სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე - იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.