წმინდა მკურნალი - სალბი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წმინდა მკურნალი - სალბი

.

გამხმარი სალბი თავისებურ, სასიამოვნო სურნელს გამოსცემს. მისი არომატი განსაკუთრებით გასრესისას ძლიერდება. მცენარეს მომწარო და რამდენადმე მწკლარტე გემო აქვს.

სალბის ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რომლებსაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს.

სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი აქვს.

სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს.

გინეკოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში, მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს.

სალბის ნაყენს შესანიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვის), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, 4-6 საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და ყოველ 3-4 საათში 20-30 მლ მიირთვით.

სასუნთქი გზების ანთებისას სალბის ეთერზეთებით ინჰალაციაა რეკომენდებული, ამისათვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ფხვნილი.

სალბი ეფექტურია გარეგანი გამოყენებისთვისაც, რასაც სიმსივნეების დროს მიმართავენ. სამკურნალო დანიშნულება აქვს სალბის ღვინოს: 80 გრამ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ღვინო, 8 დღეს გააჩერეთ და ჭამის შემდეგ 20-30 მლ მიირთვით.

  • სალბი სხვადასხვა ქვეყნის მედიცინაში

ბულგარეთში სალბის ფოთლებს ოფლის გამოყოფის შემაფერხებელ საშუალებად იყენებენ. ის კარგია ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, რომლებიც ღამის ოფლდენით იტანჯებიან. სალბის ეს მკვეთრად გამოხატული ეფექტი ექიმებისთვის უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. მცენარის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე კომპონენტის წყალობით ოფლის გამოყოფა ზოგჯერ მთელი დღით წყდება.

პოლონეთში სალბს იყენებენ თმის ცვენისას, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის განსამტკიცებლად, ხელების კანკალისა და ღამის ალების საწინააღმდეგოდ. კანკალის დროს სალბის ნაყენს ასმევენ კიდეც და მის აბაზანებსაც უნიშნავენ. ღერების გარეშე გამხმარი მწვანე ფოთლები სასარგებლოა მეხსიერების დაქვეითებისა და წყალმანკის დროს.

ავსტრიაში სალბი, გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეცნიერული კვლევის ობიექტიც არის. ავსტრიელმა მკვლევარებმა მრავალ სხვა ნივთიერებასთან ერთად ამ მცენარეში PP-ფაქტორი, B ჯგუფის ვიტამინები და ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ანალოგიური მოქმედების ნივთიერება აღმოაჩინეს.

ინდურ მედიცინაში სალბს.მატონიზებელ საშუალებად იყენებენ. ხანდაზმულებისთვის ის საუკეთესო წამალია, ორგანიზმის ცალკეული ორგანოების გარდა ნერვულ სისტემაზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს და ჯანმრთელობას განამტკიცებს.

  • ძველ დროში

უძველესი მედიკოსები, ჰიპოკრატე, დიოსკორიდე და სხვანი, სალბს წმინდა ბალახად და ყველაზე მარგებელ წამლად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით - ქალთა უნაყოფობის დროს. ეგვიპტეში ეპიდემიის შემდეგ ერის გამრავლებისა და გადარჩენის მიზნით ქალებს აიძულებდნენ, საკვები სალბით შეეკაზმათ.

  • რჩევა

სალბით რეკომენდებულია ასეთი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსის ჩატარება:

აიღეთ 3 სადილის კოვზი სალბი, 800 გრამი არაყი, 400 გრამი წყალი, 40 დღით დააყენეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში, შემდეგ კი ყოველ დილით, უზმოზე, მიირთვით 1 სადილის კოვზი წყლით განზავებული ნაყენი.

ეს კურსი, გარდა იმისა, რომ მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ (მას, ზოგადად, ნერვული სისტემის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს), სიცოცხლესაც გაგიხანგრძლივებთ.

არ შეიძლება სალბის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენება - ლორწოვანი გარსების გაღიზიანებასთან ერთად შესაძლოა მოწამვლაც გამოიწვიოს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შენახვიდან ერთი წლის შემდეგ ეს მცენარე სასარგებლო თვისებებს კარგავს.