ვის ემუქრება ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება
კავშირი აქვს ამას ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებთან?
ამ კითხვებზე პასუხებით ბინგემტონის უნივერსიტეტის მკვლევარები დაინტერესდნენ. მათ კოლეჯის 300-მდე სტუდენტის ფსიქოლოგიური პორტრეტი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების განვითარებაზე სამი ფაქტორი ახდენს გავლენას - ნევროტიზმი, კეთილსინდისიერება და არაკონფლიქტურობა.
ნევროტიზმი, რომელიც ხასიათდება ემოციური არამდგრადობით, განგაშითა და სტრესებისადმი მიდრეკილებით, ზრდის ამ მავნე ჩვევის ალბათობას, კეთილსინდისიერება კი, რომელიც საკუთარ იმპულსთა კონტროლისა და მიზნისაკენ მშვიდად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა, პირიქით, ამცირებს მავნე დამოკიდებულების აღმოცენების რისკს. თუ პიროვნებაში ეს ორი ხასიათი "მეზობლობს", ჩვეულებრივ ნევროტიზმი ჯაბნის, ლიდერობს და მიუხედავად მიზანმიმართულობისა და კეთილსინდისიერებისა, ადამიანს დიდი შანსი აქვს "სოციალურ ქსელებში ჩაძირვისა".
სოციალური ქსელების მიერ დატყვევებას ადვილად განიცდიან ის პირები, რომლებიც კეთილსინდისიერებით ნაკლებად გამოირჩევიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი იმავდროულად კონფლიქტურებიც არიან.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები სწრაფად "ითრევენ" ნაკლებკონფლიქტურ, ადამიანთა მოყვარულ და კეთილსინდისიერ პირებსაც. სპეციალისტთა განცხადებით, "ამ შემთხვევაში ე.წ "ჩათრევა-ჩაყოლა" ნებაყოფლობითია, უბრალოდ, სოციალური ქსელი ასეთ დროს პიროვნებათშორისი კავშირების დალაგების კიდევ ერთი საშუალებაა".
თინათინ გოცაძე