ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ჩვენი რომანი დღესაც გრძელდება. მან იცის, რომ საქმრო მყავს და ეს უფრო მეტად გვიმძაფრებს ერთმანეთისადმი ლტოლვას. ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ. იქნებ ჯობდეს, უარი ვთქვა გათხოვებაზე, სანამ გვიან არ არის?

ქეთი, 27 წლის

- ასეთი პიკანტური საიდუმლო ცხოვრებას სიმძაფრეს მატებს, აფორიაქებს ფანტაზიას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საიდუმლო გამჟღავნდა, დაშორდით საქმროს და ოფიციალურად ხვდებით ახალ შეყვარებულს. მზად ხართ მასთან ერთად ცხოვრებისთვის, საყოფაცხოვრებო პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტისთვის, მის ახლობლებთან საურთიერთოდ? ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ გესახებათ თქვენი მომავალი და რა გელით თითოეულ პარტნიორთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

რამდენიმე წელი ბავშვის გამო შინ ყოფნა მომიხდა. ახლა პატარა საბავშვო ბაღში მივიყვანეთ და ქმარი მოითხოვს, სამსახურში დავბრუნდე, მე კი არ მინდა, დიასახლისობა ძალიან მომწონს. როგორ მოვიქცე?

ნინო, 26 წლის

- ხანგრძლივი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნების შიში ბევრს უჩნდება. თუ თქვენთვის ძველ სამსახურში დაბრუნებაზე ფიქრიც კი აუტანელია, დაიწყეთ ახლის ძებნა, სადაც თქვენთვის შესაფერისი პირობები და გრაფიკი იქნება. როგორც კი საქმეში ჩაერთვებით, ენთუზიაზმიც მაშინვე გაჩნდება.

ჩემი მოზარდი ქალიშვილი სკოლაში ძალიან იღლება. შინ არაქათგამოცლილი ბრუნდება, სულ ეძინება და ძალა არ ჰყოფნის გაკვეთილების მოსამზადებლად. როგორ დავეხმარო?

ნატო, 32 წლის

- მოზარდებს ხშირად აქვთ მომეტებული გადაღლილობის პერიოდები. ეს ორგანიზმის განვითარების თავისებურებებს უკავშირდება. ახლა თქვენი გოგონასათვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. მიეცით დასვენების საშუალება, აარიდეთ ზედმეტ დატვირთვას. მასთან ერთად გადახედეთ ბავშვის დღის განრიგს, გამონახეთ დამატებითი დრო ძილისთვის. ურიგო არ იქნება, მიმართოთ თერაპევტსაც, გაუკეთეთ ბავშვს ანალიზები, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გამორიცხოთ.

ჩემი უფროსი და ცდილობს, იუფროსოს ყველგან, სახლშიც და სამსახურშიც. ახლახან ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა და შინაც უფრო და უფრო ხშირად საუბრობს უფროსის ტონით. ამის გამო გამუდმებით ვჩხუბობთ. მიყვარს ჩემი და, მაგრამ მის უფროსობას ვერ ავიტან. როგორ მოვიქცე?

ანანო, 19 წლის

- ასეთი რამ ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს ემართება: ისინი შეჩვეულნი არ არიან უფროსობას, მართვას, ამიტომ მუდმივად “ვარჯიშობენ” ბრძანებების გაცემაში და ზოგჯერ ზომაზე მეტად მკაცრები და მომთხოვნები ხდებიან. ახლა თქვენი და სახლსა და სამსახურს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. თავი არიდეთ მასთან კონფლიქტს, მის შენიშვნებზე რეაგირებას ნუ მოახდენთ. უმჯობესია, მკვეთრად, მაგრამ მშვიდად აგრძნობინოთ, რომ ზღვარს არ უნდა გადავიდეს.

ჩემს შეყვარებულს არ უყვარს ჩემი სახელის წარმოთქმა. ერთმანეთს უკვე ნახევარი წელია ვხვდებით და არ მახსოვს, ამ ხნის განმავლობაში სახელით მოემართოს, მომმართავს ასე: “ბაჭია”, “ძვირფასო”, “საყვარელო”, “სიცოცხლე”... ვერ გამიგია, რატომ. იქნებ ჩვენს ურთიერთობას არასერიოზულად უყურებს?

ხათუნა, 22 წლის

- რატომ იქცევა თქვენი შეყვარებული ასე, თავად მას უნდა ჰკითხოთ. იქნებ არ მოსწონს თქვენი სახელი, ან ის რაიმე უსიამოვნო ამბავს ახსენებს, ან ამგვარად სინაზეს გამოხატავს? გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ცალკეულ გამოვლინებებს, არამედ იმას, საზოგადოდ როგორ უჭირავს თავი თქვენთან - პატივს გცემთ თუ არა, რამდენად ზრუნავს თქვენზე, ანგარიშს უწევს თუ არა თქვენს აზრს. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, სახელის გამო ნუ ინერვიულებთ.

დედაჩემს მიაჩნია, რომ უგემოვნოდ ვიცვამ. მისმა მუდმივმა კრიტიკამ დამღალა. როგორ ავუხსნა, რომ სტილი ადამიანის პირადი საქმეა?

ანა, 21 წლის

- ზედმეტად ემოციურ რეაქციას ნუ იქონიებთ მის შენიშვნებზე. მშვიდად უპასუხეთ: “შენ გგონია, რომ ეს ტანსაცმელი არ მიხდება, მაგრამ მე ის ძალიან მომწონს!” დედას პატივისცემით მოეპყარით: მას თქვენთვის მხოლოდ კარგი სურს. უბრალოდ, მისი გემოვნება და წარმოდგენები თქვენსას არ ემთხვევა.

ოჯახური ცხოვრება ბედნიერებას არ მანიჭებს. ჩემი მშობლები მუდამ “ცივი ომის” მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. მეც ასეთივე სიტუაცია მაქვს. მე და ჩემი ქმარი ვჩხუბობთ, ვეჭვიანობთ ერთმანეთზე. აი, ჩემი ქმრის მშობლებს კი ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდით... დამღალა ასეთმა ურთიერთობამ, ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი გაყრაა...

მარიკა, 30 წლის

- თქვენი მშობლების ოჯახთან პარალელების გავლებით საკუთარ განქორწინებას “აპროგრამებთ”. გსურთ, იგივე სცენარი გაიმეოროთ? თქვენ ხომ თვალწინ გაქვთ მეორე მაგალითიც - თქვენი მეუღლის მშობლებისა. თვალი მიადევნეთ მათ ურთიერთობას. ალბათ, არც მათთვის იქნებოდა იოლი ამ იდილიის მიღწევა. ისწავლეთ მათგან მოთმინება, მიტევება. გააანალიზეთ საკუთარი ქცევა, დაფიქრდით, როგორ შეიძლება ჩხუბის თავიდან აცილება და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.

მეორე შვილის გაჩენაზე ვოცნებობ, მაგრამ ჩემი ქმარი წინააღმდეგია. ამბობს, მატერიალურად ძალიან გაგვიჭირდებაო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელფასი ორ ბავშვს თავისუფლად გასწვდება. როგორ მოვახერხო მისი დაყოლიება?

ელენე, 30 წლის

- ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღოთ. ნუ მოახდენთ მეუღლეზე ზეწოლას. უმჯობესია, კიდევ ერთხელ ყველაფერზე მშვიდად იმსჯელოთ. პირველი ბავშვის გაჩენისას ოჯახში გარკვეული ცვლილებები მოხდა. შესაძლოა, ეს თქვენი ქმრისთვის სერიოზული ტვირთი იყო. ის ახლახან შეეჩვია ცხოვრების ახალ რიტმს და ჯერ მზად არ არის მეორე ბავშვის მამობისთვის. უმჯობესია, მოითმინოთ და დაელოდოთ იმ დროს, როცა თავად გაუჩნდება მეორე შვილის ყოლის სურვილი.

მალე მეორე შვილი მეყოლება. დედამთილი მთავაზობს, უფროს გოგონას რამდენიმე თვით ჩემთან წავიყვან, რომ პატარასთვის მეტი დრო დაგრჩესო. ცუდი ის არის, რომ დედამთილი სხვა ქალაქში ცხოვრობს და თუ გავატანე, ბავშვს დიდხანს ვერ ვნახავ. როგორ მოვიქცე?

ირინა, 28 წლის

- რამდენიმე თვით უცხო გარემოში გადასახლება ბავშვისთვის დიდი სტრესია. ნუ დაამთხვევთ ამას მისი დის ან ძმის დაბადებას. ის ფაქტი, რომ ერთადერთი შვილი აღარ არის, ბავშვისთვის ისედაც ძნელი ასატანია. ნუ მისცემთ ბავშვს საბაბს იფიქროს, რომ ის თქვენ აღარ გჭირდებათ და ამიტომ გზავნით ბებიასთან. სთხოვეთ დედამთილს, თუ შეუძლია, თქვენთან გადმოვიდეს და ისე მოგეხმაროთ.