აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი?

მაინც რომელი ასაკია სიყვარულისთვის შესაფერისი, რა უნდა გავითვალისწინოთ საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობისას, რომ არ შევცდეთ და როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი სიყვარული?

ნებისმიერი ურთიერთობა ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის აღქმით, წინასწარი შეფასებით იწყება. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ცხოვრებისეული გამოცდილება, ემოციური დამოკიდებულება - სიმპათია და ანტიპათია. ადამიანში ადრეული ბავშვობიდანვე უნდა აღვზარდოთ სხვათა აღქმის განსაკუთრებული, აქტიური, დადებითი, ჰუმანური (კეთილმოსურნე) განწყობა. ეს კი აუცილებელია მომავალი ურთიერთობებისთვის. ბავშვობისდროინდელი სიყვარული ჩვენში, ალბათ, მხოლოდ ღიმილს თუ იწვევს, გაივლის დრო და იმ სიყვარულსაც ღიმილით გავიხსენებთ, რომლის ტყვეობაშიც შესაძლოა ამჟამად ვართ. ძველმა ბერძნებმა სიყვარული რამდენიმე სახეობად დაყვეს:

  • ლუდიუსი - სიყვარული-თამაში;
  • ეროსი - სექსუალური ვნება;
  • სტორგე - სიყვარული-მეგობრობა;
  • ჰაისი - პატივისცემაზე დაფუძნებული სიყვარული;
  • აგაპე - უანგარო და ეროტიკული სიყვარული.

ალბათ, ნებისმიერ ქალსა და მამაკაცს შეუძლია ამ მრავალფეროვან გრძნობათა განცდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთდროულად არა. უცნაურია, მაგრამ ფსიქოლოგებიც სიყვარულს ხუთ სახეობად ყოფენ და თითოეულ მათგანს შეყვარებული ადამიანის ასაკს უკავშირებენ. ყურადღებით გაეცანით თითოეული ამ სახეობის განმარტებას და აუცილებლად იპოვით პასუხს თქვენს შეკითხვებზე.

14-17 წლამდე - სიყვარული-დრამა

ოჯახური ურთიერთობების პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტები რომეოსა და ჯულიეტას უსაზღვრო სიყვარულის მარადიულობასა და ჭეშმარიტებას საეჭვოდ მიიჩნევენ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სამკვდროდ გადაკიდებულ მონტეგებსა და კაპულეტებს თავიანთი შვილებისთვის დაქორწინების უფლება მიეცათ. ისინი ბედნიერად გააგრძელებდნენ ცხოვრებას, მშვენიერი ჯულიეტა ალბათ დაფეხმძიმდებოდა, მისი ჰაეროვანი და ნატიფი სხეულის ფორმები შეიცვლებოდა და შესაძლებელია, რომეოს ახალი “ჯულიეტას” ძიების სურვილიც გასჩენოდა. ფსიქოლოგების მტკიცებით, პირველი სიყვარული არ არის სიყვარული სიყვარულისთვის და არც სიყვარული კონკრეტული ადამიანისადმი: ეს უფრო საკუთარი თავის სიყვარულია. 12-17 წლის ასაკში ასეთი გრძნობა აუცილებლად იჩენს თავს. ბავშვი იზრდება, მისგან ახლა იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე მას შეუძლია გასცეს, რისი გაცემის უნარიც აქვს. მოითხოვენ მეტ ცოდნას, მეტ სერიოზულობას, მეტ მონდომებას. ერთი სიტყვით, ყველას (პირველ რიგში კი, მშობლებს) იდეალი სჭირდება. საბოლოოდ, მოზარდი მარტოხელად გრძნობს თავს და თავის მსგავს მარტოსულს დაეძებს. ამ ასაკში დაბადებული სიყვარულისთვის დამახასიათებელია ბრმა რწმენა და სიყვარულის ობიექტის ბრმა თაყვანისცემა. ამიტომაც შეყვარებულ ახალგაზრდას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი მრჩეველი, რომელიც დაიცავს მას მოსალოდნელი არასწორი ნაბიჯებისგან.

18-22 წელი - სიყვარული-ვნება

ამ ასაკში გოგონები უკვე გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ თავიანთ რჩეულებს. მათ მიერ შედგენილი თვისებებისა და ატრიბუტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. სწორედ აქ უშვებენ ისინი საბედისწერო შეცდომას. თუმცა მატერიალური თვალსაზრისით არა (არაფერია საძრახისი იმაში, რომ ქალს შეძლებულ, მატერიალურად უზრუნველყოფილ მამაკაცზე სურდეს გათხოვება). შეცდომა ის გახლავთ, რომ 18-22 წლის ასაკში ქალიშვილები უფრო კონკრეტულ ადამიანს ეძებენ, ვიდრე სიყვარულს. ჯერ საკუთარ გრძნობებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. კერძოდ, შესაძლოა, ერთი ადამიანი უყვარდეს და არჩევანი კი სულ სხვაზე გააკეთოს. ეს, ფსიქოლოგთა აზრით, გრძნობების შებღალვაა და სხვა არაფერი.

23-29 წელი - საკუთარი თავის სიყვარული

ამ ასაკში ქალი მამაკაცების მიმართ უნდობლობას ამჟღავნებს, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ სჯერა წმინდა და ამაღებული სიყვარულის. საქმე ისაა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლების გარდა, ის ახლა უკვე საკუთარ თავსაც ამჩნევს. თუ ქალი დაქორწინებულია, იწყებს ცხოვრებისეული ფასეულობების გადასინჯვას. მიაჩნია, რომ უკეთ შეეძლო ამქვეყნად რაღაცის გაკეთება. ახლა დროა საკუთარ თავზეც იზრუნოს, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარი თავისთვის იცხოვროს. მაგალითად, განაგრძოს სწავლა, იმოგზაუროს, გაერთოს მეგობრებთან; უყურადღებოდ დარჩენილი მამაკაცი კი ამ დროს ერთგვარ “ემოციურ შიმშილს” განიცდის და შესაძლოა, ურთიერთობაში უსიამოვნებებმაც იჩინოს თავი.

30-40 წელი - საკუთარი თავის უპატივცემულობა

გადის წლები და საკუთარი თავის სიყვარულს სიძულვილი ცვლის. 30 წლის შემდეგ მანდილოსნებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ვერ მოახერხეს დასახული მიზნის მიღწევა, იწყება საშუალო ასაკის კრიზისი. განსაკუთრებით უჭირთ ამ პერიოდის გადალახვა იმ ქალბატონებს, რომელთაც ვერ მოახერხეს მოზარდული ასაკისთვის დამახასიათებელი კომპლექსებისგან გათავისუფლება. შერყეული ფსიქიკა, ბუნებრივია, პირად ცხოვრებაზე აისახება, ქორწინებაში მყოფქალს ეჩვენება, რომ ნელ-ნელა კარგავს სიყვარულს, განქორწინებულს მიაჩნია, რომ ეს გრძნობა უკვე აღარასოდეს ეწვევა, ხოლო გაუთხოვარი ფიქრობს, რომ სიყვარულის ასაკი მხედველობიდან გამორჩა.

40 წლის შემდეგ იწყება ნამდვილი სიყვარული

შეიძლება ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ 40 წელს გადაცილებულ ადამიანს ესმის ყველაზე უკეთ. ამ დროს არავისთვის არაფრის მტკიცება არ არის საჭირო, მას ახლა არც გრძნობებისთვის უყვარს და არც ფულისთვის. კომპლექსებიც ნაკლებად აწუხებს, მარტო დარჩენის შიშიც ნელ-ნელა გაუქრა. იწყება იმის შეფასება, რის შესაფასებლადაც ადრე შეყვარებულებს დრო არ რჩებოდათ. ეს სულიერი კომფორტი გახლავთ.

გრძნობათა კრიზისი

სპეციალისტები გამოყოფენ ხუთ ძირითად კრიზისს, რომელმაც შესაძლოა ურთიერთობების ამა თუ იმ ეტაპზე იჩინოს თავი:

  • 6 კვირა - თანდათანობით ამჩნევთ, რომ თქვენი რჩეული სულაც არ ჰგავს ალენ დელონს (აქამდე კი გეგონათ, რომ ნამდვილად ასე იყო). ვარდისფერი სათვალე აღარ გიკეთიათ და მოვლენებს სავსებით რეალურად აღიქვამთ.
  • 8 თვიდან ერთ წლამდე - სიყვარულის დღესასწაულებს ერთფეროვანი ყოველდღიურობა ცვლის. თავს იჩენს პატარ-პატარა გაუგებრობები, რომელთაც ხშირად განშორებამდეც კი მიჰყავხართ.
  • ორი წელი - უკვე კარგად იცნობთ ერთმანეთს. მოულოდნელ სიურპრიზებს და აღმოჩენებს არ ელით. სექსუალური გაუცხოება, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგიჯდეთ.
  • 7 წელი - მეუღლეები, უმეტეს შემთხვევაში, ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ შორდებიან. თუ რატომ ხდება ასე, ამის შესახებ მეცნიერებს კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ. შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში 7 წლის შემდეგ ხდება განახლების პროცესი და შესაბამისად პოტენციალის “განახლებას” ითხოვს.
  • 12 წელი - ეს პერიოდი შესაძლებელია “საშუალო ასაკის” კრიზისის პერიოდსაც დაემთხვას. ქალი ფიქრობს, რომ სწორედ ახლა ეძლევა ცხოვრების შეცვლის უკანასკნელი შანსი.

ბოლო დროს ადამიანებს შორის ემოციურ ურთიერთობებშიც აღმოაჩინეს განსაზღვრული პერიოდულობა. ემოციური ურთიერთობის პერიოდულობა შეიმჩნევა მეუღლეების ურთიერთდამოკიდებულებაშიც. თბილი ურთიერთობების პერიოდებს ცივი პერიოდები ცვლის და პირიქით. “ადამიანი ყველაფრისგან იღლება, სიყვარულისგანაც კი”, - ამბობს ანდრე მორუა. მეუღლეთა ემოციურ ურთიერთობაში ხუთ სტადიას გამოყოფენ. ისინი პერიოდულად გაივლიან ამ სტადიებს, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ემოციური აგზნებულობის სიდიდით, ემოციათა მიმართულებით, მეუღლეთა ქცევის ხასიათით და მათი უშუალო სიახლოვის მნიშვნელობით.

  • პირველი სტადია - ეს არის ღრმა, ვნებიანი სიყვარულის პერიოდი, როცა ადამიანი მთლიანად დადებითი განწყობის გავლენის ქვეშ არის. როცა მეუღლე განუყოფლად იპყრობს მთელ მის ყურადღებას, როცა სინამდვილეს ულამაზეს, ცისარტყელას ფერებში აღიქვამს, როცა იცის, რომ მას წუთითაც არ ტოვებს საყვარელი ადამიანის ცნობიერება.
  • მეორე სტადია - ამ სტადიაში გარკვეული სიცივე ისადგურებს. საყვარელი ადამიანის სახე მხოლოდ ხანდახან თუ ამოტივტივდება მისი არყოფნის დროს. თუმცა მისი გამოჩენა დადებითი ემოციების, სიყვარულის, სინაზის მოზღვავებას იწვევს.
  • მესამე სტადია - ემოციური ურთიერთობის შემდგომი დაცხრომა ხდება. მეუღლის არყოფნისას ქალი ერთგვარ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდის. ცუდად გრძნობს თავს. “შავი” აზრები უტრიალებს. მისი გამოჩენისას აღარ ამოხეთქავს ხოლმე სიყვარული და სინაზე. ახლა ყოველივე ამისთვის სტიმულია საჭირო. პარტნიორმა რაღაც სასიამოვნო უნდა გააკეთოს, რითაც სიყვარულს დაუმტკიცებს მას, ახლა მისგან მოითხოვენ მოფერებას, ალერსიან სიტყვებს, საჩუქრებს, ზრუნვას და ა.შ. ეს არის შეჩვევის სტადია. ამ დროს მამაკაცს გაცლის, გაქცევის სურვილი უჩნდება. სურს წავიდეს მივლინებაში, დიდი ხნით ჩაეფლოს სამუშაოში. თუ ამ სტადიაში ურთიერთობის ინტენსივობა არ შემცირდება, მაშინ იწყება...
  • მეოთხე სტადია - როცა მეუღლის სიახლოვე უკვე გაუცნობიერებელ გაღიზიანებას იწვევს, რომ მისი ესა თუ ის თავისებურება გარეგნობაში, ქცევებში, ჩვევებში აღიქმება როგორც ნაკლი. ყველაფერი ეს განხეთქილების მიზეზი ხდება. ადამიანი უარყოფითი განწყობის გავლენის ქვეშ ექცევა. მეუღლის ყოველი სიტყვა, ჟესტი, საქციელი აღიქმება არაკეთილსასურველად და მტრულად. ამ დროს ქალს ძალა ეცლება, არაფრის კეთება არ შეუძლია, მაგრამ საკმარისია მეუღლე თვალს მიეფაროს, რომ მაშინვე აღიდგენს წონასწორობას.
  • მეხუთე სტადიაში ადამიანი მთლიანად უარყოფითი განწყობის გავლენის ქვეშ ექცევა. მეუღლე მისთვის უკვე აღარ არის ის, რაც რამდენიმე თვის წინ იყო - მან ხომ ბოლოს და ბოლოს გამოაჩინა თავისი “ნამდვილი” სახე. დავიწყებას მიეცა მისი ყველა სასიამოვნო სიტყვა და ქცევა. თავი იჩინა უარყოფითი თვისებების უზარმაზარმა ჯაჭვმა - “ცხოვრებამ თითქოს ყოველგვარი აზრი დაკარგა”.

ეს ეტაპი ყველაზე საშიშია. ურთიერთობა დროებით წყდება. მეუღლეებმა უნდა დაისვენონ ერთმანეთისგან და თანდათან წყენაც გაუფერულდება. უმნიშვნელოდ მოეჩვენებათ მათი გამთიშველი ყველა მიზეზი და მათი ურთიერთობის პირველი ეტაპი დაბრუნდება - ყოველ შემთხვევაში, უმეტესად ასეა. რა თქმა უნდა, ამას ყველაზე ვერ განვაზოგადებთ, ერთსა და იმავე სტადიაში სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობა და ქცევა ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ადამიანები მეტ-ნაკლები სიზუსტით იმეორებენ ყოველივე ამას.