ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

უაზრობაა ეძებოთ საშუალება ამის უმტკივნეულოდ გასაკეთებლად, თუმცა შეიძლება შეამციროთ განცდების სიმწვავე, თუ სავსებით იქნებით დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში. თუ ქმართან გაყრის პროცესს გააჭიანურებთ, შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგოთ - მას თქვენს გრძნობებში ეჭვი შეეპაროს და ლოდინით დაიღალოს. ამიტომ უმჯობესია, გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ და მოემზადოთ ქმართან უსიამოვნო საუბრისთვის.

ძალიან სწრაფად მეცვლება განწყობილება, შესაძლოა, ვმხიარულობდე, ხუთი წუთის შემდეგ კი უეცრად მოვიწყინო. ჩემ გარშემო ყველა ცდილობს, ხასიათი შემიწყოს და ვგრძნობ, რომ ყველა დავღალე. როგორ მოვერიო თავს, როგორ ვისწავლო სულიერი წონასწორობის შენარჩუნება? თაკო, 28 წლის

იმისათვის, რომ თქვენი განწყობილება უფრო მყარი და სტაბილური გახდეს, უნდა იპოვოთ ათვლის წეტილი, რომელთანაც შესაბამისობაში მოიყვანთ თქვენს ემოციებს. ეს წერტილი შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, ამინდი და უამრავი სხვა რამ. როგორც კი იგრძნობთ სევდის მოძალებას, გაიხსენეთ, რომ თქვენს ახლობლებს ყველაფერი კარგად აქვთ, მზე ანათებს, მშვენიერი დღეა, ე.ი. უგუნებობისთვის საფუძველი არ არსებობს, დატკბით სიცოცხლით.

ზოგჯერ რესტორანში მოაქვთ კერძი, რომელიც არ შემიკვეთავს, მე კი მორჩილად მივირთმევ, არასოდეს ვეკამათები ოფიციანტს. ამის გამო მეგობრები დამცინიან. ჩემი რბილი ხასიათი ჩემს შეყვარებულსაც აღიზიანებს. ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტად მორიდებული ვარ, მაგრამ პროტესტის გამოთქმა ყოველთვის მიჭირს. ამას წინათ ვადაგასული რძე შევიძინე, მაგრამ ვერ შევძელი მაღაზიაში წასვლა და პროდუქტის უკან დაბრუნება. არ მინდა უთანხმოება ასეთი უმნიშვნელო პრობლემების გამო. ვცდები? სალომე, 32 წლის

სირთულე წარმოიშობა მაშინ, როცა ვერ იღებთ იმას, რაც გეკუთვნით, თქვენ კი ხმას არ იღებთ. რესტორანში, მაღაზიაში, სასტუმროში და ა.შ. თქვენ შეკვეთილი მომსახურების საფასურს იხდით. ეს არის არა პირადი, არამედ სოციალური სიტუაცია და როცა რაიმე არ მოგვწონს, პიროვნებას კი არ ვეკამათებით, არამედ “სისტემის” (მაღაზიის, სასტუმროს, რესტორნის) წარმომადგენელს. უნდა განეწყოთ ბრძოლისთვის და არ დათრგუნოთ სამართლიანი გულისწყრომა. როგორც ჩანს, შიშობთ, ზიანი არ მიაყენოთ გარშემო მყოფებს, ამიტომ გირჩევნიათ, პრობლემა უმნიშვნელოდ მიიჩნიოთ - ასე არც გაბრაზების საფუძველი გექნებათ, არც დამნაშავედ იგრძნობთ თავს, თუმცა თქვენი უფლება, მიიღოთ ის, რაც გსურთ, უგულებელყოფილია. თქვენ მსხვერპლად გაიღებთ თქვენს ინდივიდუალობას და ეს მსხვერპლი იძულებითია, რაც ცუდია როგორც პირადად თქვენთვის, ისე თქვენ გარშემო მყოფთათვისაც. გამოსავალი არსებობს - თუ არ გაექცევით უსიამოვნო განცდებს, იგრძნობთ, რომ თქვენი დანაშაული არც ისე დიდია.

დედაჩემს მიაჩნია, რომ უგემოვნოდ ვიცვამ. მისმა მუდმივმა კრიტიკამ დამღალა. როგორ ავუხსნა, რომ სტილი - ეს ადამიანის პირადი საქმეა? და გემოვნებაც ხომ ინდივიდუალურია... ანი, 21 წლის

ეცადეთ, დედას პატივისცემით მოეპყროთ, მოუსმინოთ მძაფრი ემოციების გარეშე, მის კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად უპასუხეთ: “შენ მიგაჩნია, რომ ეს ტანსაცმელი არ მიხდება, მაგრამ მე ის მომწონს”. დედას თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს; უბრალოდ, მისი გემოვნება და წარმოდგენები თქვენსას არ ემთხვევა. თაობებს შორის ასეთი უთანხმოება ბუნებრივია. მთავარია, ეს ყოვლისმომცველ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ჩვევად მაქვს, ერთდროულად ვაკეთო რამდენიმე საქმე. ალბათ იმიტომ, რომ  მინდა, ყველაფერი მოვასწრო. მაგალითად, ტელეფონით საუბრისას მანიკიურს ვიკეთებ, ვიდრე სარეცხი მანქანა ტრიალებს, ვაკეთებ სადილს, ხოლო ვიდრე წვნიანი იხარშება, ბავშვს საშინაო დავალების შესრულებაში ვეხმარები. ათი წუთიც კი არ შემიძლია მშვიდად ჯდომა. ჩემი ფაციფუცი ყველას აღიზიანებს, მათ რეაქციაზე კი თვითონაც ვღიზიანდები. როგორ მოვიქცე? ანა, 42 წლის

ცხოვრების სწრაფი ტემპი ჩვენი დროის ერთ-ერთი ნიშანია. სწრაფი რეაგირების უნარი, “აკეთო ყველაფერი და ერთბაშად” დღეს პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის მაჩვენებლად მიიჩნევა. სწრაფი ხარ? - ე.ი. თანამედროვე ხარ. რაოდენობას კი, ჩვეულებრივ, ხარისხი ეწირება. ერთია სამსახური, მეორე - სახლი. შესაძლოა, თქვენს ახლობლებს თქვენთან სიახლოვე აკლიათ. შეისვენეთ, თუნდაც ცოტა ხნით. “დრო არ მყოფნის - ბავშვი უნდა ვამეცადინო, მშობლები მოვინახულო, სადილი მოვამზადო”, - ასეთი ფრაზების მიმართ ადამიანებს, ჩვეულებრივ, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, ასეც არის - ამ დაუსრულებელი “უნდას” მიღმა გლობალური მოუსვენრობა და შფოთვა იმალება. წაროუდგენელია ცხოვრების ამ მჩქეფარე ნაკადიდან ამოვარდნა - ვაითუ უცებ აღმოჩნდეს, რომ აღარავის სჭირდები. დღეს ჩვენ ცხოვრებას საქმეები მართავს. საინტერესოა, რა შეიცვლება, თუ გაიხსენებთ, ვინ ან რა არის მთავარი - საქმე თუ თქვენ.